ბადრი ჯაფარიძე - როცა ახალ არჩევნებზე ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ მის ჩატარებას ახალი, დამოუკიდებელი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში და საერთაშორისო ზედამხედველობით - ჩვენ უნდა გამოვრიცხოთ 26 ოქტომბრის განმეორება

როცა ახალ არჩევნებზე ვსაუბრობთ, ცხადია, ვგულისხმობთ მის ჩატარებას ახალი, დამოუკიდებელი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში და საერთაშორისო ზედამხედველობით, - წერს „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე „ფეისბუქ“ გვერდზე.

მისივე თქმით, გამორიცხული უნდა იყოს 26 ოქტომბრის განმეორება.

„საქართველოში მიმდინარე მანიფესტაციებში 35 წლის წინ დავიწყე აქტიური მონაწილეობა და ის, რაც ამჟამად ქუჩებში ხდება, სრულიად ახალი ფენომენია. ვფიქრობ, ახლა ვაკვირდებით ახალი ქვეყნის დაბადებას, რომელიც თავისუფლდება წარსულის ბევრი მძიმე ტვირთისგან და მე ვამაყობ ჩვენი თანამოქალაქეებით, რომლებიც მშვიდობიანად იცავენ მათ ფუნდამენტურ უფლებებს და ისინი არ დათმობენ თავისუფლებას, ისინი არასოდეს შეეგუებიან ქვეყნის ევროპული მომავლის დაკარგვას.

ქართველი ხალხი დღეს ქუჩაშია და არ შებრუნდება საკუთარ სახლებში მანამ, სანამ არ მიაღწევს მთავარ მიზანს - ავტოკრატიული რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ადამიანების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და ახალი არჩევნების ჩატარებას.

როცა ახალ არჩევნებზე ვსაუბრობთ, ცხადია, ვგულისხმობთ მის ჩატარებას ახალი, დამოუკიდებელი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში და საერთაშორისო ზედამხედველობით.

ჩვენ უნდა გამოვრიცხოთ 26 ოქტომბრის განმეორება, ჩვენ გვჭირდება სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები, რაც არის ქართველი ხალხის ფუნდამენტური უფლება“,- წერს ბადრი ჯაფარიძე.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში