მიხეილ სააკაშვილი - ახლა მთავარია ზეწოლის გაძლიერება, თავისთვის არაფერი არ მოვა

ახლა მთავარია ზეწოლის გაძლიერება, თავისთვის არაფერი არ მოვა. საჭიროა ბევრი ახალი ფორმის პოვნა, მოულოდნელი მხრიდან შეტევები, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც მის ოფიციალურ „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნდა.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, დიდი შეცდომაა მუდმივად იმის გამეორება, რომ „სამართლიანად აღშფოთებული ხალხი რაღაცას არცერთ შემთხვევაში არ გააკეთებს“.

„მგონი, წყლის ნაყვაა იმის გარკვევა ოლიგარქის მონებში ვინ ვის სცემა ან ვინ არის უკმაყოფილო.

ახლა მთავარია ზეწოლის გაძლიერება, თავისთვის არაფერი არ მოვა. საჭიროა ბევრი ახალი ფორმის პოვნა, მოულოდნელი მხრიდან შეტევები.

დიდი შეცდომაა მუდმივად იმის გამეორება, რომ სამართლიანად აღშფოთებული ხალხი რაღაცას არცერთ შემთხვევაში არ გააკეთებს. ჩვენ უზურპატორების დამშვიდება კი არა მაქსიმალურად გაურკვევლობაში ყოფნა გვჭირდება”, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა