ეროვნული ბანკი - ევროკავშირში მოქმედ დირექტივაზე დაფუძნებული რეზოლუციის ჩარჩოს შესახებ სებ-ის თანამშრომლებმა აზერბაიჯანელ კოლეგებს გამოცდილება გაუზიარეს

საქართველოს ეროვნული ბანკის რეზოლუციისა და ლიკვიდაციის განყოფილების თანამშრომლებმა, ბანკების რეზოლუციის ჩარჩოს თაობაზე აზერბაიჯანელ კოლეგებს გამოცდილება გაუზიარეს. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის რეზოლუციის დეპარტამენტის წარმომადგენლები, ორ დღიანი სემინარის ფარგლებში გაეცნენ საქართველოს ეროვნული ბანკის რეზოლუციის ჩარჩოს, რომელიც არსებითად ევროკავშირში მოქმედ დირექტივას (BRRD) ეფუძნება.

„სებ-ის თანამშრომლებმა აზერბაიჯანელ კოლეგებს, ინფორმაცია მიაწოდეს ისეთ მნიშვნელოვან თემებზე როგორიცაა: გაჯანსაღების გეგმების მომზადება და კრიტიკული ფუნქციები, რეზოლუციის გეგმების მომზადება, სარეზოლუციო ინსტრუმენტები, MREL (დაშვებული ვალდებულებებისა და კაპიტალის ინსტრუმენტების მინიმალური მოთხოვნა) და ა.შ.

ეროვნული ბანკი, მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს აზერბაიჯანელ კოლეგებთან თანამშრომლობას და დახმარებას გაუწევს ბანკების რეზოლუციის ჩარჩოს დანერგვაში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო