ვლადიმერ ბოჟაძე მაკრონისა და ივანიშვილის საუბარზე - არჩევნებზე, მის გაყალბებაზე საუბარი არ ყოფილა - მაკრონმა საკითხები გაიარა იმ ადამიანთან, რომელიც გუნდთან ერთად იღებს გადაწყვეტილებებს, მგონი, ამაში გასაკვირი არაფერია

არჩევნებზე, მის გაყალბებაზე და ა.შ, რა თქმა უნდა, საუბარი არ ყოფილა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ ჟურნალისტებთან საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს შორის საუბრის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, მაკრონი ესაუბრა იმ პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, რომლის წარმომადგენელიც არის პარლამენტის უმრავლესობაში და მთავრობის ადმინისტრაციაში.

„რაც არ ყოფილა, ბუნებრივია, ამაზე ვერც მაკრონი ისაუბრებს და ვერც სხვა ვინმე ოფიციალური პირი. შესაბამისად, ამ საუბრის დროს არჩევნებზე, მის გაყალბებაზე და ა.შ, რა თქმა უნდა, საუბარი არ ყოფილა. რაც შეეხება რატომ ესაუბრა მაკრონი ბიძინა ივანიშვილს, ის საფრანგეთის პრეზიდენტია, მას არ უნდა ესაუბრა საქართველოს პრეზიდენტთან იმიტომ, რომ ამას არანაირი აზრი არ აქვს - რამდენიმე დღე აქვს დარჩენილი ამ პოსტზე სალომე ზურაბიშვილს. ყველაზე კარგად ეს თავად იცის მაკრონმა. ესაუბრა იმ პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, რომლის წარმომადგენელიც არის პარლამენტის უმრავლესობაში, მთავრობის ადმინისტრაციაში. რა თქმა უნდა, საკითხები გაიარა იმ ადამიანთან, რომელიც თავის გუნდთან ერთად იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ჩვენს ქვეყანაში. ამაში, მგონი, გასაკვირი არაფერია”, - განაცხადა ლადო ბოჟაძემ.

ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილსა და ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივით შედგა.

საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილთან სატელეფონო საუბარში საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ყველა პოლიტიკურ პარტიასა და სამოქალაქო წარმომადგენელთან ინკლუზიური დიალოგის მოწოდებით გამოვიდა.

ამასთან, ოფიციალური ცნობით, დიალოგი უნდა იყოს ქართველი ხალხის ევროპული და დემოკრატიული მისწრაფებების პატივისცემის შესაბამისად. მათივე ინფორმაციით, მაკრონმა ივანიშვილს ყველა დაკავებულის გათავისუფლებისა და გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების პატივისცემისკენ მოუწოდა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის