ეკა გიგაური - ევროპარლამენტარებს გავაცნობთ, როგორ ირღვევა ადამიანის უფლებები საქართველოში და ვინ არიან ამაზე პასუხისმგებელი პირები

„საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ევროპარლამენტარებს აცნობებენ, თუ როგორ ირღვევა ადამიანის უფლებები საქართველოში და ვინ არიან ამაზე პასუხისმგებელი პირები.

გიგაურის განმარტებით, მათი მთავარი გზავნილია იქნება ის, რომ საქართველოში არსებულ კრიზისზე პასუხისმგებელი არის „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი.

„იცით, რომ დღეს ქართულ სამოქალაქო სექტორს შეხვედრა აქვს ევროპარლამენტის დელეგაციასთან და უახლოეს პერიოდშიც, მათ შორის, დეკემბერში და იანვარში იგეგმება მაღალი დონის დელეგაციების ჩამოსვლა საქართველოში. ცხადია, ჩვენ ყველა ამ დელეგაციას შევხვდებით და მივაწვდით ინფორმაციას ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. თქვენ ორი დღის განმავლობაში ხედავდით, ჩვენს მონაცემებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ირღვევა ადამიანის უფლებები ჩვენს ქვეყანაში და ვინ არიან ამაზე პასუხისმგებელი პირები. შესაბამისად, ამ ინფორმაციას მივაწვდით. ჩვენი მთავარი გზავნილია ის, რომ ამ ქვეყანაში კრიზისზე პასუხისმგებელი არის ბიძინა ივანიშვილი, რა თქმა უნდა, მას ჰყავს კონკრეტული პირები და მას აქვს მიტაცებული კონკრეტული ინსტიტუტები, მაგრამ ის არის ამ კრიზისზე პასუხისმგებელი.

მეორე გზავნილი ჩვენ გვაქვს ის, რომ ამ კრიზისიდან გამოსავალი არის ვადამდელი არჩევნები და ამის გარშემო ერთიანდება საზოგადოება, როგორც სამოქალაქო სექტორი, ასევე პოლიტიკური პარტიები. შესაბამისად, ჩვენ ყველას გვგონია, რომ ეს არის კრიზიდან მნიშვნელოვანი გამოსავალი. რა თქმა უნდა, ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზავნილია - ყველა იმ პირის გათავისუფლება, რომელიც დაკავებულია და ასევე, დევნის შეჩერება. ასევე, მნიშვნელოვანია იმ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, ვინც ჩართულია ადამიანის უფლებების დარღვევაში, ვინც ძირს უთხრის ქართულ დემოკრატიას და ჩვენს სამშობლოს“, - განაცხადა გიგაურმა.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი