მოქალაქე, რომელსაც 10 ნოემბერს, საპატრიარქოსთან გზის გადაკეტვას ედავებიან, აცხადებს, რომ აქციაზე საერთოდ არ იმყოფებოდა და რუსთავის მიკროავტობუსს ელოდებოდა

მოქალაქე გიორგი მამისაშვილი, რომელსაც 10 ნოემბერს, საპატრიარქოსთან გზის გადაკეტვას ედავებიან, აცხადებს, რომ აქციაზე საერთოდ არ იმყოფებოდა და რუსთავის მიკროავტობუსს ელოდებოდა.

ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლო როგორც გიორგი მამისაშვილის, ასევე კიდევ 10 პირის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს განიხილავს.

„ვიყავი საპატრიარქოსთან, ველოდებოდი „მარშუტკას", მინდოდა სახლში წასვლა. დავაშავე, რომ საერთოდ საპატრიარქოსთან მოვხვდი? რა ვქნა. საპატრულოს იუსტიციასთან ჰქონდა გზა გადაკეტილი, თბილისის გზები ზუსტად არ ვიცი, რუსთავიდან ვარ. მიახლოება მინდოდა, მაგრამ რადგან პოლიციის თანამშრომლებმა მიმითითეს, ახლოს არ მივსულიყავი, რომ კანონდარღვევას არ ჰქონოდა ადგილი, უკან წამოვედი, სულ ეს იყო.

ფოსტის თანამშრომელმა დამირეკა, რაღაც არის გადმოსაცემიო, მეგონა „ტემუდან" იყო რაღაც დაგვიანებული. მივედი, აღმოჩნდა, რომ მაჯარიმებენ - როდის, რატომ, რისთვის, ვერ გავიგე, ვერც მოსამართლემ ამიხსნა და ვერც იმ გოგონამ, რომელიც მეორე მხარეს ზის. 43 წლის განმავლობაში კანონი არ დამირღვევია, როგორც იქნა, მივაღწიე“, - განაცხადა მამისაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ერთმანეთის პარალელურად, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციებისას დაკავებული პირების სასამართლო პროცესები მიმდინარეობს. სასამართლო მსჯელობს ასევე 10, 17 დეკემბერს სანაპიროსა და ჭავჭავაძის გზის გადაკეტვის საქმეზე ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული 11 პირის საქმეზე.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე