მამუკა მდინარაძე ევროპარლამენტარებზე - რაღაცებს ჟონგლიორობენ - ვითომ ლეგიტიმურობას არ აღიარებენ

რაღაცებს ჟონგლიორობენ - ვითომ ლეგიტიმურობას არ აღიარებენ, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, „თუ რატომ არ შეხვდნენ ევროპარლამენტარები უმრავლესობის წევრებს“.

მისივე თქმით, ევროპარლამენტარები ევროკავშირის ელჩს საქართველოში, პაველ ჰერჩინსკის მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო აბულინგებდნენ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა, თუმცა მდინარაძის განმარტებით, „ქართულმა ოცნებამ“ ელჩის ბოლოდროინდელი განცხადებების მიუხედავად, ის დაიცვა.

„ლეგიტიმაციის თემას აყენებენ, ვითომ რაღაცებს ჟონგლიორობენ. იმიტომ, რომ ვითომ ლეგიტიმურობას არ აღიარებენ. მერე იმიტომ იყო, რომ პაველ ჰერჩინსკის ლანძღავდნენ მაგისთვის - „რას ჰქვია საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდაო?“. ის გალანძღეს, აბულინგეს და საშინელ მდგომარეობაში ჩააყენეს. ჰერჩინსკის მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო აბულინგებდნენ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. ჩვენ აქედან დავიცავით ის ადამიანი, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში, რა პოზიციებს იჭერს. ჩვენ დავიცავით ჰერჩინსკი იმასთან დაკავშირებით, რომ არ გვინდა ასეთი ლეგიტიმაცია, მთავარია ხალხის ლეგიტიმაცია.

რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ გვაღიარა, პრაქტიკულად აშშ-მ გვაღიარა. ამისთვის ჰელსინკის კომისიამ ბაიდენის ადმინისტრაცია საშინლად გააკრიტიკა. მთავარი დამკვირვებელი, მაღიარებელი ამ პროცესების მისი დემოკრატიულობის, სამართლიანობის თუ კონკურენტულობის არის ეუთო. მთელი ცივილიზებული სამყარო ამას აღიარებს და ვინ არ აღიარებს იცით? - გახარიას ლილუაშვილი“, - განაცხადა მდინარაძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა