პოეტ ზვიად რატიანს სახლთან თავს დაესხნენ

პოეტ ზვიად რატიანს საკუთარ სახლთან თავს დაესხნენ და სცემეს.

როგორც ზვიად რატიანი აცხადებს, თავდამსხმელი ოთხი პირი იყო, თავდასხმა კი სახლის სადარბაზოსთან მოხდა.

“მოსაყოლიც არ არის ბევრი. სადარბაზოდან რომ გამოვედი ფეხი დამიდეს. მე რაც მახსოვს, ოთხნი იყვნენ. წავიბორძიკე, ცოტა გადამირბინეს და გაიქცნენ”, - განაცხადა ზვიად რატიანმა „ტვ პირველთან“.

შეგახსენებთ, რომ პოეტი ზვიად რატიანი 29 ნოემბერს, საპროტესტო აქციაზე დააკავეს.

ზვიად რატიანს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადებას ედავებოდნენ, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ზვიად რატიანმა დროებითი მოთავსების იზოლატორი 9 დეკემბერს დატოვა. რატიანი 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ამოწურვის შემდეგ გაათავისუფლეს.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა