ნინო წილოსანი - ზურაბიშვილის ირგვლივ საცოდავად გაერთიანებული რადიკალური ოპოზიცია კიდევ უფრო საცოდავად გამოიყურება - იმდენად დისკრედიტებულები არიან, რომ მასზე უკეთესი „ფეისი“ ვერ იპოვეს

სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ საცოდავად გაერთიანებული რადიკალური ოპოზიცია კიდევ უფრო საცოდავად გამოიყურება - იმდენად დისკრედიტებულები არიან, რომ სალომე ზურაბიშვილზე უკეთესი „ფეისი“ ვერ იპოვეს ამ მომენტამდე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებს შეუძლიათ კონსულტაციები მას შემდეგაც გააგრძელონ, რაც სალომე ზურაბიშვილი ოფიციალურადაც აღარ იქნება საქართველოს პრეზიდენტის პოზიციაზე, თუმცა წილოსანის განცხადებითვე, მათ აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ ის, რომ ქართველი ხალხისთვის სალომე ზურაბიშვილი ემოციურად არც ახლა არ არის საქართველოს პრეზიდენტი.

„რას და ვის წარმოადგენს სალომე ზურაბიშვილი? სალომე ზურაბიშვილი არის გარე ძალების მიერ იდენტიფიცირებული პირი, რომელიც „პიარულად“ შეიძლება კარგად გამოიყურებოდეს ოპოზიციური პარტიების ამომრჩევლებისთვის და ახლა სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ საცოდავად გაერთიანებული რადიკალური ოპოზიცია კიდევ უფრო საცოდავად გამოიყურება. იმ ადამიანთან გადიან კონსულტაციებს და იმ ადამიანთან არიან მიბმული, რომელსაც სულ რამდენიმე დღე დარჩა სიმბოლურ პოზიციაზე ყოფნის. იმდენად დისკრედიტებულები არიან თავად, რომ სალომე ზურაბიშვილზე უკეთესი „ფეისი“ ვერ იპოვეს ამ მომენტამდე“, - განაცხადა წილოსანმა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა