ათანასიოს ორფანიდისი - ფასების  სტაბილურობის უზრუნველყოფა ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში ცალსახადაა გაწერილი, რაც მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკას წარმოადგენს

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების ინსტიტუტის პროფესორი, კვიპროსის ცენტრალური ბანკის ყოფილი პრეზიდენტი ათანასიოს ორფანიდისი, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარულ პოლიტიკას აფასებს და ამბობს, რომ ქვეყნის ცენტრალური ბანკის მთავარი მიზანი - ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა მსოფლიოში საუკეთესო პრაქტიკას წარმოადგენს. მისივე შეფასებით, პანდემიის პერიოდში მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გადაწყვეტილება სწორი ნაბიჯი იყო. ამის შედეგად, საქართველოში ფასების სტაბილურობა შენარჩუნებულია.

„ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში ცალსახადაა გაწერილი, რაც მსოფლიოში საუკეთესო პრაქტიკას წარმოადგენს. სებ-ი ერთ-ერთი პირველი ცენტრალური ბანკი იყო, რომელიც სწორად მოიქცა და გაამკაცრა მონეტარული პოლიტიკა. ეს კარგი ნაბიჯი იყო", - განაცხადა ათანასიოს ორფანიდისმა.

კვიპროსის ცენტრალური ბანკის ექს-პრეზიდენტი საქართველოში ეროვნული ბანკის მიერ ორგანიზებული კონფერენციის - ,,მონეტარული პოლიტიკის განვითარების შემდგომი ნაბიჯები" ფარგლებში იმყოფებოდა. როგორც მან კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, გაურკვევლობით სავსე სამყაროში დროულია მსჯელობა, თუ როგორი ტიპის მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოებს შეუძლია დაეხმაროს ცენტრალურ ბანკებს სამომავლოდ მონეტარული პოლიტიკის გაუმჯობესებაში.

"არსებული პრაქტიკის შესწავლა და ცვლილებების ხედვებზე მუშაობა ძალიან კარგი სავარჯიშოა სამომავლოდ პოლიტიკის გასაუმჯობესებლად. ჩემი აზრით, საქართველოს ეროვნული ბანკი ამჟამად ამუშავებს ჩარჩოს, რომელიც სწორედ ამ ისტორიულ გაკვეთილს ეყრდნობა და ეს ძალიან კარგია", - განაცხადა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების ინსტიტუტის პროფესორმა.

აღნიშნულ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს