ირაკლი კობახიძე - სალომე ზურაბიშვილს მოუწევს პენსიაზე გასვლა

სალომე ზურაბიშვილი, სამწუხაროდ, ცდილობდა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის ზიანის მიყენებას, განსაკუთრებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანულ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, 29 დეკემბერს საბოლოოდ იწურება სალომე ზურაბიშვილის უფლებამოსილების ვადა.

სალომე ზურაბიშვილი, სამწუხაროდ, ცდილობდა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის ზიანის მიყენებას, განსაკუთრებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში. ეს არის სამწუხარო მოვლენა, როდესაც პრეზიდენტი პირდაპირ უპირისპირდება საკუთარი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, თუმცა მადლობა ღმერთს, საქართველო იყო და არის საპარლამენტო რესპუბლიკა, შესაბამისად, პრეზიდენტს ბევრის დაზიანება არ შეეძლო ჩვენი ქვეყნისთვის. 29 დეკემბერს იწურება საბოლოოდ მისი უფლებამოსილების ვადა და, რა თქმა უნდა, მას მოუწევს პენსიაზე გასვლა", - განაცხადა პრემიერმა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა