პრემიერი - ჩვენ ვართ ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება და უნდა ვესაუბროთ ხალხს, შესაბამისად, თუ ვინმესთან შეიძლება დიალოგი შედგეს, ეს ჩვენი საზოგადოებაა

ჩვენ გვჭირდება დიალოგი საზოგადოებასთან, ეს არის მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი. ჩვენ ვართ ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება და ჩვენ უნდა ვესაუბროთ ხალხს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრემიერის განცხადებით მზადაა დისკუსიისთვის როგორც საკუთარ მხარდამჭერებთან, ასევე იმ ადამიანებთან, რომლებმაც „რადიკალურ ოპოზიციას დაუჭირეს მხარი“.

„ჩვენ გვჭირდება დიალოგი საზოგადოებასთან. ეს არის მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი. სწორედ ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო ჩემი შეთავაზება - საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს, ნებისმიერ ფორმატში, გნებავთ საჯარო დისკუსია თუ არასაჯარო დისკუსია, მნიშვნელობა არ აქვს არსებითად არც შეხვედრის ადგილს, დროს და ა.შ. საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს ვთავაზობ ასეთი ტიპის დისკუსიას საჯაროს თუ არასაჯაროს. საზოგადოებასთან დიალოგი არის უმნიშვნელოვანესი. ჩვენ ვართ ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება და ჩვენ უნდა ვესაუბროთ ხალხს. უნდა ვესაუბროთ არა იმ ადამიანებს, რომელიც საკუთარი ამომრჩევლის ხმასაც კი არ სცემენ პატივს, არამედ, უნდა ვესაუბროთ საზოგადოებას. ჩვენ მზად ვართ საუბრისთვის როგორც საკუთარ მხარდამჭერებთან, ისე თუნდაც იმ ადამიანებთან, რომლებმაც თუნდაც რადიკალური ოპოზიციას დაუჭირეს მხარი. შესაბამისად, თუ ვინმესთან შეიძლება დიალოგი შედგეს, ეს არის ჩვენი საზოგადოება“, - განაცხადა პრემიერმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს