ALDE და Liberal International - ვაგრძელებთ ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიღწევების აღიარებას - ახალი პრეზიდენტის „არჩევა“ ქართველი ხალხის სურვილებს არ ასახავს

ვაგრძელებთ ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის აღიარებას, ახალი პრეზიდენტის „არჩევა“ ქართველი ხალხის სურვილებს არ ასახავს, - ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას ევროპაში ლიბერალური პოლიტიკური პარტიების გაერთიანება ALDE და მსოფლიო ლიბერალური პოლიტიკური პარტიების გაერთიანება Liberal International ავრცელებენ.

„ღრმად იმედგაცრუებულები და შეშფოთებულები ვართ ახალი პრეზიდენტის „არჩევით“ ამომრჩეველთა კოლეგიის მიერ, რაც მთლიანად „ერთპარტიული“ პარლამენტი დომინირებს, რომელიც სადავო არჩევნების შემდეგ შეიკრიბა. იმის გათვალისწინებით, რომ არჩევნები ოპოზიციის პოზიციას არ მოიცავდა, მიგვაჩნია, რომ ეს ნამდვილად არ ასახავს ქართველი ხალხის სურვილებს.

ვაგრძელებთ ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში სრული ინტეგრაციის უზრუნველყოფისთვის მისი მიღწევების აღიარებას, რაც შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს.

ვგმობთ “ქართული ოცნების” არაკონსტიტუციური ქმედებებისა და დემოკრატიული უკუსვლის შედეგებს, რომლებსაც ახლა საქართველოში ვხედავთ, და ქვეყნებს მოვუწოდებთ გადმოიღონ და გააფართოონ სანქციები, რომელიც უკვე შემოიღო აშშ-მა, უკრაინამ და რომლებსაც ევროკავშირისგან ელიან, იმ პოლიტიკოსების წინააღმდეგ, ვინც ჩართული იყვნენ „უცხოური აგენტების რუსული კანონის“ მიღებასა და ანტი-დემოკრატიულ პრაქტიკებში“, - ნათქვამია განცხადებაში.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა