ფოთში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ფოთშიც.

მოქალაქეები ნიკო ნიკოლაძის კოშკთან შეიკრიბნენ და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები გააპროტესტეს.

ისინი გმობენ ძალადობას და სოლიდარობას უცხადებენ თბილისში პოლიციის მიერ ნაცემ და დაკავებულ ადამიანებს.

ასევე, აპროტესტებენ პარლამენტის საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილის არჩევას.

დემონსტრანტების განცხადებით, „დღეს ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო დღე დაიწერა“.

„დღეს იყო ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო დღე, დარბაზში, სადაც ზვიად გამსახურდიამ გამოაცხადა თავისუფლება. ჩვენ ვართ ახალგაზრდები, რომლებიც გავიზარდეთ თავისუფალ საქართველოში, დღეს არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ დაგვისვა არალეგიტიმური პრეზიდენტი. ერთადერთი კანდიდატი იყო, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა, ეს არის სრული აბსურდი. აირჩიეს პრეზიდენტი, რომელიც ემხრობა რუსეთს, მიდის რუსეთისკენ.

ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს იმ ადამიანების არასრული ჩამონათვალი, რომლებიც აქციების მიმდინარეობის დროს დაარბიეს და უმოწყალოდ სცემეს. სოლიდარობას ვუცხადებთ იმ დაკავებულ ადამიანებს, რომლებიც სახლებიდან მოიტაცეს და არ მისცეს იმის საშუალება, რომ ოჯახს დაკავშირებოდნენ, წაიყვანს იზოლატორებში. ერთი მსახიობის თეატრად გადააქცია ბიძინა ივანიშვილმა საქართველო“, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის