აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, რომელსაც საკლუბო სფეროს წარმომადგენლები მარშით შეუერთდნენ

აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, რომელსაც საკლუბო სფეროს წარმომადგენლები მარშით შეუერთდნენ.

შეკრებილები საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე მიხეილ ყაველაშვილის არჩევას აპროტესტებენ.

ასევე, აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ხელისუფლებაში მყოფი რუსული რეჟიმი ყველაფერს აკეთებს, რომ ევროპის გზა საბოლოოდ ჩაკეტოს.

„როგორ ხარ? - ბოლო დღეებია ამასაც ვერ ვეკითხებით ადამიანები ერთმანეთს. თბილისში ჩვენს მეგობრებზე, ახალგაზრდებზე, ევროპისთვის მებრძოლ ადამიანებზე ფიზიკურად ძალადობენ, ამიტომ შეუძლებელია კარგად ვიყოთ. არ გვაშინებს ცუდი ამინდი, ყოველ დღე გამოვალთ და სასურველი შედეგისთვის ვიბრძოლებთ“, - აცხადებენ შეკრებილები.

აჭარის მთავრობის სახლთან სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია