გივი მიქანაძე - სალომე ზურაბიშვილი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მთელი ის მოღალატეობრივი საქმიანობა, რომელიც მისი ხელმძღვანელობით ქვეყნის საზიანოდ წარმოებდა, მხოლოდ იმაზე იყო ორიენტირებული, რომ მას პოზიცია შეენარჩუნებინა

სალომე ზურაბიშვილი ამ განცხადებით კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ მისთვის არის პირად კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანი ამ ძალიან მაღალი კონსტიტუციური პოზიციის თუნდაც არალეგიტიმურად ფლობა და დაკავება, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ სალომე ზურაბიშვილის იმ განცხადების შესახებ საუბრისას აღნიშნა, რომლის თქმითაც, ის არ აპირებს პრეზიდენტის თანამდებობის დატოვებას.

როგორც მიქანაძემ განმარტა, სალომე ზურაბიშვილმა რა განცხადებაც არ უნდა გააკეთოს მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ მას უფლებამოსილება შეუწყდება.

სალომე ზურაბიშვილი ამ განცხადებით კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მთელი ის მოღალატეობრივი საქმიანობა, რომელიც განსაკუთრებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში მისი ხელმძღვანელობით და უშუალო ჩართულობით ქვეყნის საზიანოდ წარმოებდა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ მხოლოდ და მხოლოდ იმაზე იყო ორიენტირებული, რომ მას პოზიცია შეენარჩუნებინა. ამიტომ, მისი განცხადება აბსოლუტურად არანაირ ინტერესს არ იწვევს გამომდინარე იქიდან, რომ მას შემდეგ, რაც მოხდება ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია, მისი უფლებამოსილება ავტომატურად შეწყდება და შესაბამისად, საქართველოს ეყოლება და 2025 წელს შეხვდება ახალი პრეზიდენტით. მიხეილ ყაველაშვილი მიულოცავს საქართველოს საზოგადოებას 2025 წლის დადგომას. ამიტომ, ზურაბიშვილმა რა განცხადებებიც არ უნდა გააკეთოს, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იმიტომ, რომ ხალხისგან ლეგიტიმაცია მიცემული პარლამენტის, უმაღლესი საბჭოებისა და საკრებულოების წევრებისგან შემდგარმა დელეგატებმა გუშინ განახორციელეს ახალი სისტემით ახალი პრეზიდენტის არჩევა და შესაბამისად, ინაუგურაციის შემდეგ ის შეუდგება თავისი უფლებამოსილების შესრულებას“,-განაცხადა გივი მიქანაძემ.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე