მოქალაქე, რომლის განცხადებითაც, საპატრიარქოსთან რუსთავის მიკროავტობუსს ელოდებოდა და გზის გადაკეტვას ედავებოდნენ, 500 ლარით დააჯარიმეს

მოქალაქე გიორგი მამისაშვილი, რომლის განცხადებითაც, საპატრიარქოსთან რუსთავის მიკროავტობუსს ელოდებოდა და გზის გადაკეტვას ედავებოდნენ, 500 ლარით დააჯარიმეს.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ზვიად ცეკვავამ მიიღო. მან გიორგი მამისაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.

გადაწყვეტილება მოსამართლემ მამისაშვილის გარეშე გამოაცხადა, ვინაიდან როგორც ის აცხადებს, რამდენიმე ტრანსპორტის გამოცვლა მოუწია და პროცესს ვერ მიუსწრო.

„კიდევ ერთხელ ვამბობ, არ ვიცი რა კოდექსი დავარღვიე. საპატრიარქოსთან ვიდექი და ტრანსპორტს ველოდებოდი. არანაირი სამართალდარღვევა არ ჩამიდენია",- აცხადებს მამისაშვილი.

მას 10 დეკემბერს სანაპიროზე გზის გადაკეტვას ედავებოდნენ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს