ბადრი ჯაფარიძე - ევროკავშირმა გადაწყვეტილებით ხაზი გაუსვა იმას, რომ „ქართული ოცნება“ პრაქტიკულად, კეთროვანია

დღეს სანქციები შეეხო დიპლომატიური პასპორტის მქონე ადამიანებს, რომლებიც არიან „ქართული ოცნების“ ელიტა , - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირმა ამ გადაწყვეტილებით ხაზი გაუსვა იმას, რომ „ქართული ოცნებას“ ევროპაში არავინ ეპატიჟება და იმას, რომ „ქართული ოცნება“ დღეს ის ძალაა, რომელიც პრაქტიკულად, არის კეთროვანი და რომელთან ურთიერთობას ცივილიზებული სამყარო ერიდება.

„როგორც ვხედავთ, სანქციები ყოველდღიურად მოდის. დღეს სანქციები შეეხო დიპლომატიური პასპორტის მქონე ადამიანებს, რომლებიც არიან „ქართული ოცნების“ ელიტა. ცხადია, ევროკავშირმა ამ გადაწყვეტილებით ხაზი გაუსვა იმას, რომ „ქართული ოცნებას“ ევროპაში არავინ ეპატიჟება და იმას, რომ „ქართული ოცნება“ დღეს ის ძალაა, რომელიც პრაქტიკულად, არის კეთროვანი და რომელთან ურთიერთობას ცივილიზებული სამყარო ერიდება.

ძალიან მნიშვნელოვანი იყო დღეს დიდი ბრიტანეთის მინისტრის განცხადება, როდესაც ის შეხვდა საქართველოს ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს. ის მან მოიხსენია როგორც „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი და არა როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს დიდი ბრიტანეთის დამოკიდებულებას „ქართული ოცნების“ ე.წ. მთავრობის მიმართ“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების აუცილებლობაზე შეთანხმდნენ.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თქმით, ქართველი ხალხისთვის სიტუაცია პოზიტიური მიმართულებით არ ვითარდება, რის საპასუხოდაც, ევროკავშირმა პოლიტიკური კონტაქტები უკვე შეამცირა და ევროკომისია უკვე წელსვე ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე წინადადებას წარადგენს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს