რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს ნიღბიანი პირები დაუპირისპირდნენ, რომლებიც პოლიციამ ტერიტორიიდან გაიყვანა

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული უცნობი პირები „ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფსა და აქციის მონაწილეებს დაუპირისპირდნენ.

ნიღბიანი პირები სამართალდამცველებმა ტერიტორიიდან გაიყვანეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს" აქციის მონაწილემ განუცხადა, აგრესიულად განწყობილი პირები ჯერ მეტროში დაუპირისპირდნენ მგზავრებს და შემდეგ რუსთაველის მეტროდან პარლამენტის მიმართულებით წამოვიდნენ, გზად კი კიდევ რამდენიმე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

„ეს ნიღბიანი ბიჭები მეტროში სცემდნენ ადამიანებს, რომლებიც აქციაზე მოდიოდნენ. შემდეგ ამოვიდნენ და იგინებოდნენ, ილანძღებოდნენ ყველას მიმართ. სამართალდამცავებმა წაიყვანეს, მაგრამ არ ვიცით, სად წაიყვანეს, დააკავეს თუ არა. ჩვენები რომ ყოფილიყვნენ, ჩვენ დგომისთვისაც გვიჭერენ. აქციის მონაწილეებზე და განსაკუთრებით ჟურნალისტზე იძალადეს“, - განაცხადა აქციის მონაწილემ.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა