ირაკლი კობახიძე - ჩვენ დავასწარით და ქვეყანაში საქართველოსთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხზე შანტაჟი დავასრულეთ! წინააღმდეგ შემთხვევაში, დაიწყებოდა ის უბედურება, რომელიც 28 ნოემბერს დაიწყო

ერთი - ჩვენ დავასწარით კიდეც და მეორე - ჩვენს ქვეყანაში ამ თემით (საქართველოსთან მოლაპარაკებების გახსნა) შანტაჟი დავასრულეთ! წინააღმდეგ შემთხვევაში, დღეს დაიწყებოდა ის უბედურება, რომელიც 28 ნოემბერს დაიწყო - ეს იყო სცენარი და გეგმა! - აღნიშნული განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე, პრემიერმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

ჟურნალისტის კითხვაზე, უბედურება ხუთი დღით ადრე მოხდებოდა თუ ხუთი დღის შემდეგ, ამით რას იგებდა მთავრობა, კობახიძემ განაცხადა, რომ 28 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილებით პერსპექტივაში შანტაჟი დასრულდა.

„იმ გადაწყვეტილებით, რომელიც ჩვენ 28 ნოემბერს მივიღეთ, რეალურად დავასრულეთ შანტაჟი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია! მოკლევადიანი რყევა გვქონდა, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს გადაწყვეტილება ქვეყანას გამუდმებული შანტაჟისგან აზღვევს. ქვეყნის შანტაჟი სამი წელი გრძელდებოდა ჯერ კანდიდატის სტატუსით, შემდეგ მოლაპარაკებების გახსნით - დამთავრდა! როდესაც მუდმივად გაშანტაჟებენ გარედან, ეს ყველაფერი ქვეყნის განვითარებას აფერხებდა. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელმაც შანტაჟი დაამთავრა. მთავარი, რაც ევროპელ პოლიტიკოსებსა და ჩინოვნიკებს ეწყინათ, სწორედ ეს იყო - ჩვენ მათ შანტაჟის ბერკეტი გამოვაცალეთ. შესაბამისად, ყველაფერი იქნება ბევრად უკეთესად, ვიდრე შეიძლება ყოფილიყო.

16 დეკემბერს, მძიმე სცენარს ამზადებდნენ, მათ შორის გაკეთდებოდა ხმამაღალი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოსთან მოლაპარაკებები არ გაიხსნება, რასაც კონკრეტულ მოვლენებს დაუკავშირებდნენ - არ მინდა ყველა დეტალი გავშალო!“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, რას ფიქრობს ბიძინა ივანიშვილი იმასთან დაკავშირებით, რაც ახლა ქვეყანაში ხდება, მთავრობას აქებს თუ მიიჩნევს, რომ რაღაც სწორად ვერ გათვალეს, კობახიძემ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი არის “ქართული ოცნების“ ლიდერი და საპატიო თავმჯდომარე და ყველა გადაწყვეტილება გუნდის მიერ, ერთობლივად მიიღება.

“პროცესებს რა თქმა უნდა, წარმართავს ბიძინა ივანიშვილი, რომელიც არის პარტიის საპატიო თავმჯდომარე“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა