კახა ოქრიაშვილი - ახალი არჩევნები გარდაუვალია და რაც უფრო ადრე გამოაცხადებს „ოცნება“, მით უფრო ადვილად დავძლევთ ქვეყანაში დღითიდღე გაღრმავებად კრიზისს!

დამოუკიდებელი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

„მრავალი ათასწლეულის განმავლობაში, ქართველები დიდი იმპერიების სამეზობლოში და გარემოცვაში ვცხოვრობდით, საქართველო კი ხშირად იყო ამ იმპერიების დაპირისპირების ადგილიც და მიზეზიც. ამიტომ არამარტო ქართველებს, ბევრს უკვირს, როგორ გადავრჩით, როგორ ვკარგავდით და ვიბრუნებდით და საბოლოო ჯამში, ვინარჩუნებდით სახელმწიფოებრიობას.

რას ნიშნავს სახელმწიფოებრიობა? პირველ რიგში იმას, რომ ქვეყანას მართავს ქართველი მეფე და არა დანიშნული გუბერნატორი, დღეს უკვე იმას, რომ ხელისუფლებას ირჩევს თავისუფალი ქართველი ხალხი და მმართველი არ ინიშნება გარედან.

უწყვეტი პროტესტის ამ ოცმა დღემ კითხვა, თუ როგორ გადავრჩით და როგორ ვინარჩუნებდით თავისუფლებას, აღარ დამიტოვა - ყველაფერი გასაგებია! მეამაყება, რომ ბრძოლისუნარიანი ერი ვართ. საუკუნეებია, გარე თუ შიდა მმართველები ცდილობენ, ეს ბრძოლისუნარიანობა წაგვართვან, გაგვხადონ მორჩილი, უპრეტენზიო, გვაქციონ დაკნინებულ ხალხად, რომელსაც თავისუფლება არაფრად უღირს.

მივმართავ ბიძინა ივანიშვილს, ხელი აიღოს ქართველი ხალხის დაკნინების მცდელობებზე, რაც ხელისუფლების შენარჩუნების დაუძლეველი სურვილითაა გამოწვეული. აქვე ვეტყვი „ოცნების“ წარმომადგენლებს, - კაცი რომ კაცია და ქალი ქალი, ამას ქართველს ვერავინ ასწავლის, ისევე, როგორც ოჯახურ ღირებულებებს. ეს საკითხი საქართველოში აქტუალური არ არის და შეეშვით ამით სპეკულირებას! უღირსობას, მონობას სქესი არ აქვს, მონა მონაა, ის არც კაცია და არც ქალი და სამწუხაროდ, „ქართულ ოცნებაში“ მონები მრავლად არიან. ბატონი ივანიშვილიც და მისი გარემოცვაც ისე არიან შეპყრობილნი ხელისუფლების შენარჩუნების სურვილით, თავადაც ვერ ხვდებიან, როგორ ლახავენ ჩვენი ერის ღირსების საზღვრებს. ან თავად მათ, როგორც ქართველებს, რა ღირსება უნდა შერჩეთ, რად უნდათ დაკნინებადი ერის მმართველი და წარმომადგენლები იყვნენ?

გამოსავალი ერთია - ახალი, მოსყიდვისა და ძალადობის გარეშე, კონკურენტულ გარემოში ჩატარებული არჩევნები, რომლის შემდეგაც დამარცხებული მიულოცავს გამარჯვებულს. ეს გარდაუვალია და რაც უფრო ადრე გამოაცხადებს „ოცნება“ ახალ არჩევნებს, მით უფრო ადვილად დავძლევთ ქვეყანაში დღითიდღე გაღრმავებად კრიზისს!“ - აცხადებს კახა ოქრიაშვილი.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია