ევროპარლამენტარი ტობიას კრემერი საქართველოს შესახებ დებატებზე - ვაჩვენოთ, რომ საჭიროების მომენტში ევროპას მოქმედება შეუძლია და დავუწესოთ სანქციები მათ, ვინც საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ მკაცრ ზომებს იღებს

ვაჩვენოთ, რომ საჭიროების მომენტში ევროპას მოქმედება შეუძლია და დავუწესოთ სანქციები მათ, ვინც საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ მკაცრ ზომებს იღებს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ტობიას კრემერმა (გერმანია) ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„თბილისიდან ახლახან დავბრუნდი და რაც იქ ვნახე, სიმართლე გითხრათ, გამაოგნებელი იყო. მთავრობა, რომელიც გაყალბებული არჩევნების შემდეგ საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ მკაცრ ზომებს იღებს და ცდილობს ევროპული დემოკრატია ბელარუსული სტილის ავტორიტარულ რეჟიმად აქციოს კრემლის ჩრდილის ქვეშ. ეს რუსული სახელმძღვანელოა, კარგად ნაცნობი დეზინფორმაციის, მანიპულირების, ძალადობისა და წამების შესახებ. მაგრამ, კოლეგებო იმან, რაც საქართველოში ვნახე იმედი მომცა. ათობით ათასი ადამიანი ყოველდღე ქუჩებში გამოდის და თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის და საქართველოსთვის იბრძვის, თან ევროკავშირის დროშას აფრიალებს. ეს დროშა მათთვის თავისუფლების სიმბოლოა“, - განაცხადა ტობიას კრემერმა.

მისივე თქმით, დროა, ევროპამ ქართველი ხალხის მხარდასაჭერად იმოქმედოს.

„ვიზიტის დროს ხალხი ევროკავშირის დროშებით გვესალმებოდა, მაგრამ ასევე, გვეკითხებოდა, თუ სად არის ევროპა ამ ჭეშმარიტების მომენტში? კოლეგებო, ახლა ქართველები ჩვენ შემოგვყურებენ და არა მხოლოდ ქართველები, არამედ უკრაინელები და მოლდოველებიც, რომლებიც ახლა თავისუფლებისთვის იბრძვიან. ასე რომ, მოდით მათ ვაჩვენოთ, რომ საჭიროების მომენტში ევროპას მოქმედება შეუძლია. მოდით, დავუწესოთ სანქციები მათ, ვინც საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ მკაცრ ზომებს იღებს. მოდით, ამ დარბაზში საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მივესალმოთ და მოდით, ქართველ ხალხს მხარი დავუჭიროთ ახალი არჩევნების მოთხოვნაში, ევროპისკენ და თავისუფლებისკენ გზაზე და იმ ღირებულებებისთვის ბრძოლაში, რომელსაც ევროკავშირის დროშა გამოხატავს“, - აღნიშნა გერმანელმა ევროპარლამენტარმა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა