გია ვოლსკი -  ბევრი ადამიანი დაშავდა, მათ შორის პოლიციელებიც, მაგრამ ამ „ჯახის“ ერთ-ერთი ორგანიზატორი, არის პირადად სალომე ზურაბიშვილი

[აქციებზე] ბევრი ადამიანი დაშავდა, მათ შორის პოლიციელებიც, მაგრამ ამ „ჯახის“ ერთ-ერთი ორგანიზატორი არის სალომე ზურაბიშვილი პირადად - ის დამნაშავეა იმაში, რაც მოხდა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში გამოსვლასთან დაკავშირებით დასმული კითხვის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც ასეთი შეჯახება ხდება პასუხი უნდა მოვთხოვოთ ორგანიზატორებს და დღეს სალომე ზურაბიშვილი პასუხს სთხოვს მათ, ვინც ქვეყანას იცავს იმისაგან, რომ უკანონობა და ძალადობრივი რევოლუცია არ მოხდეს.

სალომე ზურაბიშვილი [ევროპარლამენტში] ჯერ ერთი, ვერ გაიმეორებს იმას, რაც „როიტერის" კორესპონდენტთან თქვა. მან [ჟურნალისტმა] ჰკითხა, რით მტკიცდება, რომ რუსეთის რესურსი არის ჩარეული არჩევნებში და შედეგად "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა. ამაზე ვერ ისაუბრებს. მას არ აქვს ეს მასალა და აბსოლუტური სიცრუე იყო ეს განცხადება. ისევე როგორც განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე, ამერიკის შეერთებულ შტატებშიც რუსეთის ჩარევით მოხდა არჩევნების გაყალბება და მოვიდა ტრამპის ჯგუფი, რომელსაც ახლა ასე ელაქუცებოდა, სულ ახლახან, პარიზში ჩასული. ამას ვერ იტყვის.

შეუძლია ილაპარაკოს იმაზე, რომ მომიტინგეების გარკვეული ნაწილი დაშავდა და ზოგიერთი პასუხისგებაშია მიცემული, იმიტომ რომ რეალურად ჰქონდა საქმე რევოლუციასთან, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან. აი, ამ თემაზე იქნება საუბარი, რაც რასაკვირველია ჩვენც გვაღელვებს. არის ისეთი პრობლემები, რომლებიც ჩვენც გვაღელვებს. ბევრი ადამიანი დაშავდა. დაშავდნენ პოლიციელებიც, მაგრამ ამ ჯახის ერთ-ერთი ორგანიზატორი, სადაც აუცილებლად მოხდება ადამიანის დაშავება, რომელ ქვეყანაშიც არ უნდა ხდებოდეს ეს, არის სალომე ზურაბიშვილი პირადად. დამნაშავე იმაში, რაც მოხდა. თუ ვინმე არის დაშავებული, მითუმეტეს, თუ ვინმე ისეთი, რომელსაც ბრალი არაფერში მიუძღვის, ყველაფერ ამაში, დიდი წვლილი დევს იმ ადამიანების, რომლებმაც ეს შეჯახება დაგეგმეს და განახორციელეს.

როდესაც ასეთი შეჯახება ხდება პასუხი უნდა მოვთხოვოთ ამის ორგანიზატორებს და დღეს სალომე ზურაბიშვილი პასუხს სთხოვს მათ, ვინც ქვეყანას იცავს იმისაგან, რომ უკანონობა არ მოხდეს და არ მოხდეს ძალადობრივი რევოლუცია და სახელმწიფოს მექანიზმების ჩამოშლა და მოსპობა ჩვენი ქვეყნის," - განაცხადა ვოლსკიმ.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა