გია ვოლსკი - სალომე ზურაბიშვილი გამოხატავს ადამიანების პოზიციას, რომლებმაც ის უშვერი სიტყვებით ლანძღეს - მისი განცხადების გულწრფელობა სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშაა

[სალომე ზურაბიშვილი] გამოდის და გამოხატავს ისეთი ადამიანების პოზიციას, რომლებსაც მისთვის არასდროს არ მიუციათ ხმა და უშვერი სიტყვებით ლანძღეს რომელ პლატფორმაზეც იყო ეს შესაძლებელი - მისი განცხადების გულწრფელობა არის სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლა შეაფასა.

მისი თქმით, როდესაც პრეზიდენტად იწოდები, ნებისმიერი ტრიბუნიდან ხალხზე, შენი ქვეყნის ინტერესებზე უნდა ილაპარაკო და არ უნდა ხელმძღვანელობდე გვარამიას, მელიას თუ ხაბეიშვილის ინტერესებით.

როგორც ვოლსკი აღნიშნავს, გაყალბებული არჩევნების თემა არის აბსოლუტურად უსაფუძვლო, სიცრუე, რომელსაც შეიძლება, ამავე დროს, თაღლითობა დავარქვათ.

„საქმე იმაშია, რომ საქართველოს პრეზიდენტად წოდებული ადამიანისთვის არც ერთ იმ პოლიტიკურ ჯგუფს და იმ პოლიტიკური ჯგუფის მხარდამჭერებს არ მიუციათ ხმა თავის დროზე, არჩევნების დროს. იგი გამოდის და გამოხატავს ისეთი ადამიანების პოზიციას, რომლებსაც მისთვის არასდროს არ მიუციათ ხმა და უშვერი სიტყვებით ლანძღეს რომელ პლატფორმაზეც იყო ეს შესაძლებელი. აქედან გამომდინარე, ეს სტანდარტი, მისი განცხადების თვითონ გულწრფელობა არის სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ. ხალხი ჰქონია მხოლოდ ისინი, ვინც მას აგინებდა, ლანძღავდა და სულ ცოტა მხარს არ უჭერდა, თუ ხალხი მისთვის არიან ისინი, ვინც მას არათუ მხარი დაუჭირა, არამედ გვერდით დაუდგა არჩევნების დროსაც და შემდგომ სანამ ის თავად არ შეიცვლიდა პოზიციას. იქნებ ჯობდა ორივე ნაწილზე - ოპოზიციაზეც და უმრავლესობის მხარდამჭერებზეც ერთნაირად ესაუბრა და ხალხი არ დაერქმია მხოლოდ იმ ნაწილისთვის, რომელიც მას დღეს მიაჩნია გადამწყვეტ მასად, თუ როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი სახელმწიფო. ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას ის საზოგადოება, რომელმაც უფრო მცირე რაოდენობით მიიღო ხმა. გაყალბებული არჩევნების თემა არის აბსოლუტურად უსაფუძვლო, სიცრუე, რომელსაც შეიძლება, ამავე დროს, თაღლითობა დავარქვათ. ანუ, როდესაც გამოდიხარ და პრეზიდენტად იწოდები ნებისმიერი ტრიბუნიდან, რასაკვირველია, ხალხზე უნდა ილაპარაკო ზოგადად, ამ ხალხის განწყობებზე და შენი ქვეყნის ინტერესებზე და არა გვარამიას, მელიას თუ ხაბეიშვილის ინტერესებით საუბრობდე და ხელმძღვანელობდე“, - განაცხადა ვოლსკიმ.

გარდა ამისა, მან სალომე ზურაბიშვილისთვის ევროპარლამენტარების მხრიდან ტაშის დაკვრაზე და საქართველოს დროშების ჩვენებაზე ისაუბრა.

მისი შეფასებით, „პერფორმანსი ყველაზე ცუდი და დამამცირებელი რამ არის, რაც შეიძლება ასეთ რთულ ვითარებაში მოაწყო ამხელა ტრიბუნასთან მდგომმა ადამიანმა“.

„ყველაზე რაღაც იაფფასიანი, რაც შეიძლება ყოფილიყო ეს ე.წ. კარწინკა, როგორც თვითონ იძახიან, დამამცირებელი მთელი ქართული საზოგადოებისათვის. ვითომ მასზე შეიძლება გავლენა იქონიოს რამდენიმე ადამიანის მიერ საქართველოს დროშის აფრიალებამ, იმ დროშის, რომელსაც არც პატივს სცემენ და საქართველო ემეტებათ დასანგრევად, ეკონომიკური იქნება თუ ფიზიკური ნგრევა. ეს ორივე თემა არის მათ პოლიტიკაში წინა პლანზე წამოწეული და დღეს რაღაც დროშები აწიეს. ის დროშები, რომელსაც არც პატივს სცემენ და არც საქართველოს მომავალი ენაღვლება ვინმეს“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

გარდა ამისა, პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა აღნიშნა, რომ ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს, ანუ 29 დეკემბერს, მორიგი პერფორმანსი გველის.

„კიდევ მორიგი პერფორმანსი გველოდება 29 დეკემბერს. ბევრი ფიქრობს, საზოგადოებაშიც, პოლიტიკურ სტრუქტურებში, არა მარტო უმრავლესობის წარმომადგენლობაში, რომ საქართველოს ეს სირცხვილი კიდევ არ უნდა დაემართოს. ეს არ არის მხოლოდ „ქართული ოცნების“ სივრცეში მოარული აზრი. ბევრი ადამიანი არის, ვინც ოპოზიციას უჭერს მხარს, მაგრამ რასაკვირველია, საქართველოს მიმართ განწყობები აქვს განსხვავებული იმისგან, რაც შეიძლება უსამშობლო პრეზიდენტს ჰქონდეს. იმედი გვაქვს, რომ კიდევ იმაზე უფრო დაბალი ფსკერი აღარ არსებობს, სადაც ჩავარდა და იქით კიდევ სივრცე აღარ არის დარჩენილი. ასეთი იმედი გვაქვს. რასაკვირველია, თუ გამართლდება ეს იმედი, საქართველო სირცხვილისგანაც გადარჩება და პიროვნულად მე მგონი, სალომე ზურაბიშვილისთვისაც ეს იქნება ბოლო წითელი ხაზი, რომელსაც გადაკვეთს და უკან ვერანაირად ვეღარ შემობრუნდება“, - განაცხადა ვოლსკიმ.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს