ანა დოლიძე - „ქართულმა ოცნებამ“ საერთაშორისო დანაშაული ჩაიდინა - ჰააგაში მტკიცებულებები მივიტანე, პასუხი უნდა ვაგებინოთ

დაუსჯელობა საქართველოში უნდა დასრულდეს, ადამიანების ცემა, განადგურება და დაზიანება უნდა დასრულდეს, შერჩევითი სამართალი უნდა დასრულდეს. სულ რომ დაბერება მომიწიოს ამ საკითხში, ხარება იქნება თუ პოლიტიკოსი, პასუხი უნდა ვაგებინოთ, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე" განაცხადა.

როგორც ანა დოლიძემ აღნიშნა, ახლა ვიზიტით ჰააგაში იმყოფება, სადაც აქციების დაშლის დროს ხელისუფლების მიერ ძალის გადამეტების მტკიცებულებები მიიტანა.

„ჩემი ვიზიტი ჰააგაში, საერთაშორისო სასამართლოში შეხვედრით დაიწყო, სადაც მტკიცებულებები მივიტანე. გარდა ამისა შეხვედრები მაქვს პარლამენტის წევრებთან, ჩემს კოლეგებთან. ასევე, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებში არის ძალიან დიდი ინტერესი.

„ქართულმა ოცნებამ“ ისტორიული ზღვარი გადაკვეთა, ისეთი ძალა და ძალადობა გამოიყენა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომ მარტო საქართველოს კანონმდებლობას კი არ ექვემდებარება, არამედ მათ ჩაიდინეს საერთაშორისო დანაშაულები. ის ყველაფერი, რაც ხდებოდა თბილისის ქუჩებში, მაგალითად, მშვიდობიანი დემონსტრანტების ალყაში მომწყვდევა და ფიზიკური ანგარიშსწორება, ქუჩა-ქუჩა დევნა საათების განმავლობაში, დასჯა, აყვანა. ჯგუფური შეურაცხყოფა, ცემა არაჰუმანური მოპყრობა, დამცირება, რომელიც ამ ყველაფერს თან ახლდა, წამების ფორმაა. ეს ყველაფერი ჩვენს შემთხვევაში დაახლოებით ორი კვირა გაგრძელდა და ეს არის საერთაშორისო მასშტაბის დანაშაული და ამ ხალხს შეიძლება პასუხი ვაგებინოთ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ქვეყნის გარეთაც. ერთ-ერთი ადგილი, სადაც ეს შეიძლება მოხდეს, არის ჰააგის ტრიბუნალი. ამიტომ მნიშვნელოვანი იყო აქ პირველადი ინფორმაციის ჩამოტანა“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა