ბადრი ჯაფარიძე - პრეზიდენტი დაცვის გარეშე არ უნდა იყოს, მზად ვართ, სალომე ზურაბიშვილს ნებისმიერი მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ

ნებისმიერ მხარდაჭერაზე, რომელიც პრეზიდენტ ზურაბიშვილს დასჭირდება, ჩვენ მზად ვართ, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა, ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

კითხვაზე, ევროპარლამენტის ტრიბუნიდან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, რომლის მიხედვითაც, 1 კვირაში პრეზიდენტს დაცვა აღარ ეყოლება, ხომ არ უფიქრიათ გამოსავალზე ოპოზიციის წარმომადგენლებს, ჯაფარიძე პასუხობს, რომ "სალომე ზურაბიშვილი დაცვის გარეშე არ უნდა იყოს".

„ეს რა თქმა უნდა, ჩვენი შეთავაზებაა, პრეზიდენტზეა დამოკიდებული, რა ტიპის მხარდაჭერას განსაზღვრავს თავის მხრიდან, რომელიც დასჭირდება. საზოგადოდ, პრეზიდენტი დაცვის გარეშე არ უნდა იყოს, რა თქმა უნდა, ეს ნორმალური არ არის, პრეზიდენტი უმაღლესი თანამდებობის პირია, შესაბამისად, ის დაცვის გარეშე არ უნდა იყოს, ესეც კარგად მეტყველებს „ქართული ოცნების“ ბუნებაზე. შესაბამისად, რა მხარდაჭერაც დაჭირდება პრეზიდენტ ზურაბიშვილს, ამ მხარდაჭერისთვის მზად ვართ, რადგან მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი ძალიან დიდ როლს თამაშობს ქვეყნის, სახელმწიფოებრიობის და ევროპული მომავლის გადასარჩენად. შესაბამისად, ჩვენ ვალდებული ვართ, მას ნებისმიერი მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ, რომელსაც ის საჭიროებს და რომელსაც ის განსაზღვრავს“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში