ელენე ხოშტარია - პოლიტპატიმრების მონახულების გარეშე ევროსაბჭოს დელეგაციის ვიზიტი არასწორია! - მათთან შეხვედრაზე არ მივდივარ

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს დელეგაციასთან შეხვედრაზე არ მიდის.

მისი თქმით, პოლიტპატიმრების მონახულების გარეშე ეს ვიზიტი არასწორია.

ხოშტარიას განცხადებით, ევროსაბჭოს ხელისუფლების ლეგიტიმაციის აღიარებასთან დაკავშირებით კავშირი არ აქვს და ამას “ოცნება” პროპაგანდისთვის იყენებს.

“გუშინ გავაკრიტიკე ევროსაბჭოს ვიზიტის ფორმატი. განმარტება მინდა გავაკეთო.

1. ევროსაბჭო არაა ქვეყანა, ორგანიზაციაა და არანაირ აღიარებასთან კავშირი არ აქვს. წევრები ვართ მანდ. „ოცნება” იყენებს პროპაგანდაში და სამწუხაროა, რომ ამის საშუალება მისცეს.

2. მათი მთავარი მანდატი ადამიანის უფლებებია. პოლიტპატიმრებთან არმისვლა, ციხეში არ შესვლა ამ მომენტში, მათ მეორე დიდ შეცდომად მიმაჩნია.

სრული პატივისცემით, მაგრამ ამ მიზეზების გამო შეხვედრაზეც არ მივდივარ.

ხდება ხოლმე, რომ ორგანიზაციები ცდებიან, ამაზე ლაპარაკი არ „ტეხავს”, მთავარი ჩვენი პოზიციების სიმყარე და პრინციპულობაა. პოლიტპატიმრების მონახულების გარეშე ეს ვიზიტი არასწორია!” - წერს ხოშტარია.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს