დავით მათიკაშვილი - სალომე ზურაბიშვილი აღარ არის აქტუალური - ეს არის მისი ბოლო გაბრძოლება, რომ ნეგატიური კონტექსტი კიდევ უფრო გაზარდოს საკუთარ ქვეყანასთან და სამშობლოსთან მიმართებით

სალომე ზურაბიშვილი აღარ არის აქტუალური. ეს არის მისი ბოლო გაბრძოლება, რომ ნეგატიური კონტექსტი კიდევ უფრო გაზარდოს საკუთარ ქვეყანასთან და სამშობლოსთან მიმართებით, - ასე შეაფასა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში გუშინდელი გამოსვლა.

მისი თქმით, „დღეს, ფაქტობრივად, რადიკალიზმის ბოლო მოცემულობას ვაკვირდებით“.

სალომე ზურაბიშვილი აღარ არის აქტუალური. ეს არის მისი ბოლო გაბრძოლება, რომ ნეგატიური კონტექსტი კიდევ უფრო გაზარდოს საკუთარ ქვეყანასთან და სამშობლოსთან მიმართებით. თუმცა მან უკვე იმდენი შეძლო ამ სამწუხარო გზაზე - შეეცადოს დააზიანოს საკუთარი ქვეყანა, რომ მისგან გასაკვირი არაფერია. ერთია რას ცდილობს ზურაბიშვილი, მეორე - რა არის რეალობა და მოცემულობა მაშინ, როცა ევროსაბჭოს გენერალური მდივანი მობრძანდება საქართველოში და ხვდება ქვეყნის ოფიციალურ პირებს. მაშინ, როდესაც ქვეყანას პრეზიდენტი ჰყავს არჩეული და უკვე ველოდებით მის ინაუგურაციას. არც ლეგიტიმაციის არანაირი პრობლემა აღარ დგას, რაზეც დიდი სურვილით მიისწრაფოდა მთელი რადიკალური ოპოზიცია თავისი მედროშე ზურაბიშვილით. ანუ, დღეს ფაქტობრივად, რადიკალიზმის ბოლო მოცემულობას ვაკვირდებით. როგორც ზურაბიშვილის გამოსვლა, ასევე რადიკალების ქცევა საქართველოში - მილევადია ის პროტესტიც. საბოლოოდ, ქვეყანა მშვიდ ვითარებაში გადაინაცვლებს და ჩვენ ასე შევხვდებით საახალწლო დღესასწაულს”, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო