დავით მათიკაშვილი - სალომე ზურაბიშვილი აღარ არის აქტუალური - ეს არის მისი ბოლო გაბრძოლება, რომ ნეგატიური კონტექსტი კიდევ უფრო გაზარდოს საკუთარ ქვეყანასთან და სამშობლოსთან მიმართებით

სალომე ზურაბიშვილი აღარ არის აქტუალური. ეს არის მისი ბოლო გაბრძოლება, რომ ნეგატიური კონტექსტი კიდევ უფრო გაზარდოს საკუთარ ქვეყანასთან და სამშობლოსთან მიმართებით, - ასე შეაფასა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში გუშინდელი გამოსვლა.

მისი თქმით, „დღეს, ფაქტობრივად, რადიკალიზმის ბოლო მოცემულობას ვაკვირდებით“.

„სალომე ზურაბიშვილი აღარ არის აქტუალური. ეს არის მისი ბოლო გაბრძოლება, რომ ნეგატიური კონტექსტი კიდევ უფრო გაზარდოს საკუთარ ქვეყანასთან და სამშობლოსთან მიმართებით. თუმცა მან უკვე იმდენი შეძლო ამ სამწუხარო გზაზე - შეეცადოს დააზიანოს საკუთარი ქვეყანა, რომ მისგან გასაკვირი არაფერია. ერთია რას ცდილობს ზურაბიშვილი, მეორე - რა არის რეალობა და მოცემულობა მაშინ, როცა ევროსაბჭოს გენერალური მდივანი მობრძანდება საქართველოში და ხვდება ქვეყნის ოფიციალურ პირებს. მაშინ, როდესაც ქვეყანას პრეზიდენტი ჰყავს არჩეული და უკვე ველოდებით მის ინაუგურაციას. არც ლეგიტიმაციის არანაირი პრობლემა აღარ დგას, რაზეც დიდი სურვილით მიისწრაფოდა მთელი რადიკალური ოპოზიცია თავისი მედროშე ზურაბიშვილით. ანუ, დღეს ფაქტობრივად, რადიკალიზმის ბოლო მოცემულობას ვაკვირდებით. როგორც ზურაბიშვილის გამოსვლა, ასევე რადიკალების ქცევა საქართველოში - მილევადია ის პროტესტიც. საბოლოოდ, ქვეყანა მშვიდ ვითარებაში გადაინაცვლებს და ჩვენ ასე შევხვდებით საახალწლო დღესასწაულს”, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო