ბადრი ჯაფარიძე - რაც დღეს საქართველოში ხდება, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვაა, ამიტომ არის ევროსაბჭოს დელეგაცია აქ და არა „ქართული ოცნების“ ლეგიტიმაციისთვის

საქართველოში რაც დღეს ხდება, ეს არის სწორედ ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვა, ამიტომ არის ეს ხალხი აქ და არა „ქართული ოცნების“ ლეგიტიმაციისთვის, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ალენ ბერსეს ვიზიტთან დაკავშირებით განუცხადა.

მისივე თქმით, ისინი აქ არიან იმის გამო, რომ საქართველო 25 წელია არის ევროპული საბჭოს წევრი და უნდა იყოს ევროპული ოჯახის წევრი.

„ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან გვქონდა ძალიან კარგი საუბარი. ის აქ არის არა „ქართული ოცნების“ ლეგიტიმაციისთვის, მან ხაზგასმით თქვა, არამედ იმის გამო, რომ საქართველო 25 წელია ევროპული საბჭოს წევრია და ეს ორგანიზაცია არის კონცენტრირებული ადამიანის უფლებების დაცვაზე. მთავარი თემები, რომელთაც ეს ორგანიზაცია არის დაინტერესებული, ეს არის კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებების დაცვა. საქართველოში რაც დღეს ხდება, ეს არის სწორედ, პირველ რიგში, ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვა და კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვა, ამიტომ არის ეს ხალხი აქ, რომ ადგილზე შეხვდეს ყველას, მათ შორის, ვინც საკუთარ თავს ხელისუფლებას უწოდებს და ასევე, სამოქალაქო სექტორს. შეხვდეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, რომ სრული სურათი შეიქმნან იმ პროცესებთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს. ამ თვალსაზრისით, ძალიან სასარგებლო შეხვედრა იყო, ჩვენ მივაწოდეთ ჩვენს ხელთ არსებული სრული ინფორმაცია თუ როგორ ირღვევა ადამიანის უფლებები ყოველდღიურად, როგორ ხდება უდანაშაულო ადამიანების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება. ასეულობით ადამიანი დღეს უკანონო პატიმრობაში იმყოფება. ასეულობით ადამიანს აქვს მიყენებული ფიზიკური დაზიანება, იმ ადამიანების მიერ რომლებიც საკუთარ თავს პოლიციას უწოდებენ, მაგრამ არანაირი კავშირი მათ პოლიციასთან არ აქვთ, ისინი არიან კრიმინალური დაჯგუფებები. იმაზეც ვესაუბრეთ, რომ ქალაქში გადაადგილდებიან შავებში ჩაცმული შავნიღბიანი ადამიანები, რომლებიც პატრულის თანამშრომლების თვალწინ, უსწორდებიან ჟურნალისტებს, მსახიობებს, გამვლელებს და ამაზე პატრულის თანამშრომლები თვალს ხუჭავენ, არიან პასიური დამკვირვებლები, რაც პირდაპირ მიანიშნებს ამ დაჯგუფებების კავშირზე ხელისუფლებასა და შსს-სთან.

ისინი აქ არიან სწორედ იმის გამო, რომ საქართველოდან იღებდნენ შემაშფოთებელ ინფორმაციას. ისინი აქ არიან იმის გამო, რომ საქართველო 25 წელია არის ევროპული საბჭოს წევრი და უნდა იყოს ევროპული ოჯახის წევრი. ისინი აქ არიან სწორედ ამიტომ და არა იმის გამო, რომ თითქოს „ქართული ოცნების“ ლეგიტიმაცია მოხდა მათი ჩამოსვლით. მათი შეხვედრა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან არ ნიშნავს „ქართული ოცნების“ ლეგიტიმაციას. მათ თქვეს, რომ აქ ამ მიზნით არ არიან“,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილების გამო ბიზნესების გამიჯვნას და იმ საკითხს, მოუწოდებს თუ არა ბადრი ჯაფარიძე „თიბისი ბანკს“ გაფიცვისკენ, როგორც მან განაცხადა, „ყველა ბიზნესი გადაწყვეტილებას თავად იღებს“.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე