რატი იონათამიშვილი - სალომე ზურაბიშვილს საკუთარი რესურსით არ შეუძლია, რომ საქართველო ააოხროს და გარე დახმარებას ითხოვს განადგურებისთვის - ამ ყველაფერმა კოლექტიური ყორჩიხა-ხანები გამახსენა

ევროპარლამენტში ზურაბიშვილი ევროპას საყვედურობდა, რომ 3 მილიონ-ნახევრიანი ქვეყნის განადგურება როგორ არ შეუძლია ევროპასო - ამ სიტყვებით მან, ფაქტობრივად, აღიარებითი ჩვენება მისცა, რომ ის ქართველი ხალხის წინააღმდეგ იბრძვის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, რატი იონათამიშვილმა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, „სალომე ზურაბიშვილს საკუთარი რესურსით არ შეუძლია, რომ საქართველო ააოხროს და გარე დახმარებას ითხოვს განადგურებისთვის.”

„ევროპარლამენტში ზურაბიშვილი ევროპას საყვედურობდა, რომ 3 მილიონ-ნახევრიანი ქვეყნის განადგურება როგორ არ შეუძლია ევროპასო. როდესაც ჩვენ ვამბობდით, რომ ეს ადამიანი სინამდვილეში ებრძოდა არა პოლიტიკურ პარტია “ქართულ ოცნებას”, არამედ ქართულ სახელმწიფოს, ქართველ ხალხს, ამ სიტყვებით მან, ფაქტობრივად, აღიარებითი ჩვენება მისცა, რომ ის ქართველი ხალხის წინააღმდეგ იბრძვის - როგორ არ შეუძლია ევროპას, რომ მავნე ზეგავლენა მოახდინოსო. ამ ყველაფერმა მე გამახსენა კოლექტიური ყორჩიხა-ხანები, რომლებიც საქართველოში იმისთვის მოდიოდნენ რომ ქვეყანა აეოხრებინათ და ამისთვის მოჰყავდათ გარე ძალები. ეს არის მისი კონკრეტული სურვილი. თვითონ საკუთარი რესურსით არ შეუძლია, რომ აქ ააოხროს საქართველო და გარე დახმარებას ითხოვს განადგურებისთვის. უბრალოდ, თითოეული ჩვენგანი უნდა დაფიქრდეს, რომ თუ ვინმეს ჰგონია, რომ სალომე ზურაბიშვილს საქართველოზე გული შესტკივა, ეს ასე არ არის. ის მზად არის იმისთვის, რომ შეინარჩუნოს პრეზიდენტის სკამი, საქართველოს აოხრებას და განადგურებას ხელი მოაწეროს - ამის აღიარებითი ჩვენება მან ევროპარლამენტში მისცა”, - განაცხადა იონათამიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო