ვლადიმერ პუტინი - მალე ის უკრაინელები აღარ დარჩებიან, რომელთაც ბრძოლა სურთ - ჩვენ მზად ვართ, მაგრამ აუცილებელია, რომ მოლაპარაკებებისთვის და კომპრომისებისთვის მეორე მხარე მზად იყოს

მალე ის უკრაინელები აღარ დარჩებიან, რომელთაც ბრძოლა სურთ, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ბატონი ჯონსონი, კარგი ვარცხნილობით, ჩავიდა და მან თქვა, რომ მათ უკანასკნელ უკრაინელამდე უნდა იბრძოლონ. ისინიც იბრძვიან, მაგრამ ის უკრაინელები, რომელთაც ბრძოლა სურთ, მალე ამოიწურება. ჩემი აზრით, მალე აღარ დარჩებიან ისინი, ვისაც ბრძოლა სურთ“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

მისი თქმით, რუსეთი მოლაპარაკებებისთვის მზად არის.

„ჩვენ მზად ვართ. მაგრამ აუცილებელია, რომ მოლაპარაკებებისთვის და კომპრომისებისთვის მეორე მხარე მზად იყოს“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

ამასთან, პუტინის განცხადებით, წინაპირობების გარეშე დიალოგისთვის მზად არიან, „მაგრამ იმის საფუძველზე, რაზეც 2022 წლის ბოლოს სტამბოლში შევთანხმდით და იმ რეალობიდან გამომდინარე, რაც დღეს ადგილზეა“.

„წინაპირობები არ გვაქვს. წინაპირობების გარეშე დიალოგისთვის მზად ვართ, მაგრამ იმის საფუძველზე, რაზეც 2022 წლის ბოლოს სტამბოლში შევთანხმდით და იმ რეალობიდან გამომდინარე, რაც დღეს ადგილზეა“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

ამასთან, მისი თქმით, რუსეთი ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში გაძლიერდა.

„რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ ჭეშმარიტად სუვერენული სახელმწიფო ვხდებით“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში