ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპული საბჭოს სხდომაზე - მოგიწოდებთ, ზეწოლა მოახდინოთ, ბიძინა ივანიშვილსა და “მის მეგობრებზე”

ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპელ ლიდერებს მოუწოდებს, ზეწოლა მოახდინონ ბიძინა ივანიშვილზე და „მის მეგობრებზე“. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიუსელში ევროპული საბჭოს სხდომაზე გააკეთა.

მისი თქმით, საქართველოში „რუსეთის მიერ კონტროლირებადი მაფია“ მუშაობს.

“სამწუხაროდ, რუსეთის მიერ კონტროლირებადი მაფია საქართველოში იმაზე მუშაობს, რომ ქვეყანა პუტინის გავლენაში ჩაითრიოს და ევროპული გზიდან გადაახვევინოს. თბილისში მოქმედი მთავრობა ევროკავშირთან თანამშრომლობაზე უარს ამბობს”, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ევროპელ ლიდერებს მოუწოდა, ზეწოლა მოახდინონ, განსაკუთრებით „ოლიგარქ“ ბიძინა ივანიშვილსა და “მის მეგობრებზე”, “რათა საშუალება არ მივცეთ სარგებელი მიიღონ საქართველოს მოპარული ევროპული მომავლისგან და პროგრესის დაკარგული ათწლეულებისგან”.

“არ შეგვიძლია არც ერთი ქვეყნის დაკარგვა ევროპაში, ვინაიდან, ერთის დაკარგვა განხეთქილებასთან და კონფლიქტთან მიგვაახლოებს,” - განაცხადა ზელენსკიმ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს