ანა ნაცვლიშვილი - „რუსული კანონის“ შემდეგ კიდევ იმდენი წითელი ხაზი გადაიკვეთა - 26 ოქტომბერს, შემდეგ 28 ნოემბერს, შემდეგ ყოველ დღე და ღამე - ერთი „რუსული კანონის“ შეცვლა, თუნდაც უკან წაღება, ამას ვეღარ შეცვლის

რუსული კანონის შემდეგ კიდევ იმდენი წითელი ხაზი გადაიკვეთა - 26 ოქტომბერს, შემდეგ 28 ნოემბერს, შემდეგ ყოველ დღე და ღამე 28 ნოემბრის მერე, ერთი რუსული კანონის შეცვლა, თუნდაც უკან წაღება, ამას ვეღარ შეცვლის,- ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი „ფეისბუქზე“ წერს.

როგორც ის ამბობს, მოთხოვნები უცვლელია - უპირობო თავისუფლება პოლიტიკურ პატიმრებს და ახალი, სამართლიანი არჩევნები.

„მოთხოვნები უცვლელია: უპირობო თავისუფლება პოლიტიკურ პატიმრებს და ახალი, სამართლიანი არჩევნები. რუსული კანონის მიღება, რომელიც უდიდესი ბოროტება და სივერაგეა, ამ ქვეყანაში შესაძლებელი იმიტომ გახდა, რომ ჩვენ სახელმწიფო მოგვტაცეს: ეს ნაბიჯ-ნაბიჯ აკეთა რუსმა ოლიგარქმა, წლების განმავლობაში.

პარლამენტი მიტაცებულია, საერთო სასამართლო მიტაცებულია, საკონსტიტუციო სასამართლო მიტაცებულია, საგამოძიებო უწყებები მიტაცებულია, უსაფრთხოების სამსახურები მიტაცებულია, საარჩევნო ადმინისტრაცია მიტაცებულია, მედიის მნიშვნელოვანი წილი მიტაცებულია!

რუსული კანონის შემდეგ კიდევ იმდენი წითელი ხაზი გადაიკვეთა - 26 ოქტომბერს, შემდეგ 28 ნოემბერს, შემდეგ ყოველ დღე და ღამე 28 ნოემბრის მერე, ერთი რუსული კანონის შეცვლა, თუნდაც უკან წაღება, ამას ვეღარ შეცვლის.

თორემ არ იქნება ერთი რუსული კანონი, იქნება მეორე - ოფშორების, საჯარო მოხელეების რეპრესიის და ა.შ. და ა.შ.

ივანიშვილმა საქართველოს კონსტიტუციის მოქმედება გააჩერა, რახანია. ჩვენ ის უნდა აღვადგინოთ, ქართული კონსტიტუციის მოქმედების პირობებში კი ვეღარანაირი რუსული კანონი ვეღარ იარსებებს და ავტომატურად გაქრება.

არ ვაპირებ თანამოქალაქეების დალეწილ ძვლებზე და გადამწვარ ნერვებზე გადავიარო.

არა რუსულ ხელისუფლებას!“- წერს ანა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ალენ ბერსეს განცხადებით, მთავრობისგან მიიღო დაპირება, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს შეცვლის, რისთვისაც სამუშაო ჯგუფი შეიქმნება. მისი თქმით, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი საქართველოს და ევროპის საბჭოს წარმომადგენლების მხრიდან, რომელშიც ასევე, ჩართული იქნება ვენეციის კომისია და „მოხდება იმ ცვლილებების, იდენტიფიცირება, რომლებიც უნდა განხორციელდეს კანონმდებლობაში“.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს