გიორგი ვაშაძე - პერსონალურად მივმართავ ბიძინა ივანიშვილს - თქვენი დრო იწურება! - ჯერ კიდევ გაქვთ დრო ქვეყნიდან წახვიდეთ

მინდა პერსონალურად მივმართო, ბიძინა ივანიშვილს - თქვენი დრო იწურება და ახლა რასაც აკეთებთ, ისაა, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი გასვაროთ დანაშაულში და რაც შეიძლება მეტ ადამიანს თქვენთან ერთად საერთაშორისო პასუხისმგებლობა დაეკისროს - ჯერ კიდევ გაქვთ დრო, მოეგოთ გონს და ამ ქვეყნიდან წახვიდეთ, - ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს და მის „გარემოცვას ჰააგის ტრიბუნალზე პასუხისმგებლობით წარდგომა მოუწევთ“.

„სამი მთავარი გზავნილი, რომელიც მინდა დღეს ვთქვა. პირველი - პროტესტი, პროტესტი და პროტესტი. ჩვენს ერთიანობას და ამხელ უწყვეტ პროტესტს, რომელიც ეროვნული მოძრაობის დროსაც კი არ ყოფილა ამდენი ხნით, აქვს კონკრეტული შედეგები და გადამწყვეტი მნიშვნელობა ამ ბრძოლაში. მინდა მივმართო სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებს, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლების ჩათვლით, რაც შეიძლება სწრაფად გაემიჯნეთ რეჟიმს, რომელიც ფაქტობრივად, ცდილობს, რომ თქვენ მოგაქციოთ ამ დანაშაულებრივ სქემაში.

მესამე, მინდა პერსონალურად მივმართო, ბიძინა ივანიშვილს, თქვენი დრო იწურება და ახლა რასაც თქვენ აკეთებთ, ისაა, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი გასვაროთ დანაშაულში და რაც შეიძლება მეტ ადამიანს თქვენ გარშემო, თქვენთან ერთად დაეკისროს საერთაშორისო პასუხისმგებლობა. ჯერ კიდევ გაქვთ დრო, მოეგოთ გონს და ამ ქვეყნიდან წახვიდეთ, შეეშვათ საქართველოს და ქართველ ხალხს დაუთმოთ ეს ქვეყანა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მერწმუნეთ, სანქციები არაფერია თქვენთან მიმართებით. თქვენ პერსონალურად და თქვენს გარემოცვას, აუცილებლად მოგიწევთ ჰააგის ტრიბუნალზე პასუხისმგებლობით წარდგენა. იმიტომ, რომ დანაშაული, რომელსაც თქვენ ჩადიხართ, საერთაშორისო დანაშაულია, რაც არის წამება, არაადამიანური მოპყრობა“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა