ეუთო/ოდირი - მიუხედავად საარჩევნო ადმინისტრაციის მნიშვნელოვანი ძალისხმევისა, მოეხდინა ამომრჩევლების ინფორმირება ახალ ტექნოლოგიებზე, არჩევნებზე ბევრ ამომრჩეველს შეექმნა სირთულეები და სათანადო ინსტრუქტაჟი არ მიიღო, რამაც გამოიწვია ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ხშირი შემთხვევები

კარგი საერთაშორისო პრაქტიკიდან გადახვევით ცესკო-მ არ მისცა ძირითად დაინტერესებულ მხარეებს ელექტრონულ მოწყობილობებთან დაკავშირებულ პროცესებსა და დოკუმენტაციაზე სრული წვდომა და შესაბამისი აუდიტის ანგარიშები გამოქვეყნდა მხოლოდ არჩევნების დღის შემდეგ, რაც ზღუდავს გამჭვირვალობას და ზრდის შეშფოთებას ამომრჩეველთა ვინაობის გასამჟღავნებლად მოწყობილობების მოწყვლადობასთან და პოტენციურ ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ნათქვამია ეუთო/ოდირის არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიშში.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ პირველად, უმეტეს საარჩევნო უბნებში დაინერგა ელექტრონული მოწყობილობები ამომრჩეველთა იდენტიფიკაციის, ხმების დათვლისა და წინასწარი შედეგების გადასაცემად.

„მიუხედავად იმისა, რომ დაინტერესებულ მხარეთა უმეტესობამ მიიჩნია ეს დადებით ღონისძიებად არჩევნების დღის პროცესის კეთილსინდისიერებისადმი ნდობის გასაზრდელად, კარგი საერთაშორისო პრაქტიკიდან გადახვევით ცესკო-მ არ მისცა ძირითად დაინტერესებულ მხარეებს მოწყობილობებთან დაკავშირებულ პროცესებსა და დოკუმენტაციაზე სრული წვდომა და შესაბამისი აუდიტის ანგარიშები გამოქვეყნდა მხოლოდ არჩევნების დღის შემდეგ, რაც ზღუდავს გამჭვირვალობას და ზრდის შეშფოთებას ამომრჩეველთა ვინაობის გასამჟღავნებლად მოწყობილობების მოწყვლადობასთან და პოტენციურ ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებით.

მიუხედავად საარჩევნო ადმინისტრაციის მნიშვნელოვანი ძალისხმევისა, მოეხდინა ამომრჩევლების ინფორმირება ახალი ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ, არჩევნების დღეს ბევრ ამომრჩეველს შეექმნა სირთულეები ელექტრონული მოწყობილობების გამოყენებისას და სათანადო ინსტრუქტაჟი არ მიიღო, რამაც გამოიწვია ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ხშირი შემთხვევები“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის