სენატორი როჯერ უიკერი - მოვუწოდებ ბაიდენის ადმინისტრაციას, დაასანქციროს "ქართული ოცნების" ლიდერები, მათ შორის ბიძინა ივანიშვილი, კახა კალაძე და პრემიერ-მინისტრი კობახიძე

მოვუწოდებ ბაიდენის ადმინისტრაციას, დაასანქციროს "ქართული ოცნების" ლიდერები, მათ შორის ბიძინა ივანიშვილი, კახა კალაძე და პრემიერ-მინისტრი კობახიძე, - ამის შესახებ სენატორმა როჯერ უიკერმა (რესპუბლიკური პარტია) განაცხადა.

„ვიტყოდი, რომ აშშ-მა უფრო გაბედული და დროული გადაწყვეტილება უნდა აჩვენოს. ასეთ დროს ნახევარი ზომები მცდარი „მესიჯია“. ასე რომ, მოვუწოდებ ბაიდენის ადმინისტრაციას, რომ დაასანქციროს „ქართული ოცნების“ ლიდერები, მათ შორის ბიძინა ივანიშვილი, კახა კალაძე და პრემიერ-მინისტრი კობახიძე. საქართველოს რესპუბლიკა თავისუფლების მოყვარე ხალხის სახლია, რომლებიც ერთ დროს მოსკოვის ფეხქვეშ იყვნენ და მანდ დაბრუნება არ სურთ“, - განაცხადა უიკერმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის