რასა იუკნევიჩიანე - საჭიროა 29 დეკემბრამდე სასწრაფო საერთაშორისო მოქმედება მცოცავი დიქტატურის წინააღმდეგ ქართველების მხარდასაჭერად

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმურად არჩეული ლიდერია, - ამის შესახებ ლიეტუველი ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიანე სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი ინფორმაციით, „საქართველოს მეგობრების“ ქსელმა სალომე ზურაბიშვილის მონაწილეობით პირველი შეხვედრა გამართა.

„დეპუტატებისა და ექსპერტების კოალიცია ევროპიდან და აშშ-დან გაერთიანდა, რათა დაეხმაროს ქართველებს დემოკრატიული ხმის და ევროპული გზის დაბრუნებაში. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმურად არჩეული ლიდერია. ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ არსებობს სერიოზული რისკი: ოლიგარქების მიერ კონტროლირებადმა პრეზიდენტმა, შესაძლოა, სამხედრო მდგომარეობა შემოიღოს, დააკავოს და ხალხი ჩაახშოს. საჭიროა 29 დეკემბრამდე სასწრაფო საერთაშორისო მოქმედება მცოცავი დიქტატურის წინააღმდეგ ქართველების მხარდასაჭერად“, - აცხადებს ევროპარლამენტარი.

მისი თქმით, საჭიროა რამდენიმე ძირითადი ნაბიჯის გადადგმა.

„ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების უარყოფა, პარლამენტის არალეგიტიმურად გამოცხადება და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმაციის აღიარება 29 დეკემბრის შემდეგ და ახალ არჩევნებამდე. თავისუფალი, სამართლიანი და სანდო არჩევნებისკენ ბიძგება, ბიძინა ივანიშვილისა და იმ პირების დასანქცირება, ვინც დემოკრატიას ანგრევს, სახელმწიფოს ლიდერების ვიზიტები საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარებისკენ ბიძგის მისაცემად. ქართველები ფეხზე დგანან, რეჟიმი სუსტია“, - აცხადებს რასა იუკნევიჩიანე.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა