ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილზე - ხალხი ვერ შეუკრიბეს - 29-მდე შეიძლება შეგვეცოდოს კიდეც და არჩევნების თარიღიც შევაპაროთ - 2028 წლის ოქტომბრის ბოლო შაბათი

29-მდე შეიძლება შეგვეცოდოს კიდეც და არჩევნების თარიღიც შევაპაროთ - 2028 წლის ოქტომბრის ბოლო შაბათი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება საქართველოს პრეზიდნეტის დღევადელ გამოსვლას საპროტესტო აქციაზე.

„ხალხი ვერ შეუკრიბეს, მიკროფნი ვერ ჩაურთეს, ლიაკა ხოშტარიას და ანა ნაცვლიშვილის დონის აქტივისტად აქციეს… 29-მდე შეიძლება შეგვეცოდოს კიდეც და არჩევნების თარიღიც შევაპაროთ - 2028 წლის ოქტომბრის ბოლო შაბათი.

იცით, თურმე რას უმტკიცებენ? - შენ დანიშნე, გაქვს უფლებაო. ისევ ჩვენი საპატრონო უნდა გახდეს…“, - წერს წილოსანი.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს