ეკა სეფაშვილი - პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადება მაფიქრებინებს, რომ ის პარალელურ სამყაროში ცხოვრობს, სადაც არჩევნები გაყალბდა და ინსტიტუტები არ არსებობს - არა მგონია, მისი განცხადება ვინმემ სერიოზულად მიიღოს

პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადება იმის თაობაზე, რომ 29 დეკემბრამდე ახალი არჩევნები უნდა ჩაინიშნოს, მაფიქრებინებს, რომ ის პარალელურ სამყაროში ცხოვრობს, სადაც არჩევნები გაყალბდა და ინსტიტუტები და კონსტიტუცია არ არსებობს - არა მგონია, მისი განცხადება ვინმემ სერიოზულად მიიღოს, - ასე გამოეხმაურა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართვას „ხალხის ძალის" დეპუტატი ეკა სეფაშვილი.

სეფაშვილი იმასაც ამბობს, რომ ზურაბიშვილს გარედან მკაცრი დავალება აქვს მიღებული, რომ რიგგარეშე არჩევნები დანიშნოს და ყველანაირად ცდილობს, რომ პროცესები აქეთკენ წაიყვანოს.

„არაფერი გამოუვა! სამწუხაროა, რომ საქართველოს ისტორიაში პირველად ასეთი სამარცხვინო პრეზიდენტი ჰყავს, რომელიც კონსტიტუციას არღვევს, არ ემორჩილება კანონს და ურჩევნია უცხო აქტორების დავალებები შეასრულოს საკუთარი ქვეყნის ინტერესების და ხალხის ნების საწინააღმდეგოდ", - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

შეგახსენებთ, 22 დეკემბერს, აქციაზე სიტყვით გამოსვლისას სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ პრეზიდენტის სასახლეში იწვევს ბიძინა ივანიშვილს, რათა ახალი საპარლამენტო არჩევნების თარიღი ერთად მოიფიქრონ.

„მოვიდეს სასახლეში ივანიშვილი და მე მზად ვარ, დავსხდეთ და მოვიფიქროთ, როგორ უნდა დაინიშნოს არჩევნები. არჩევნების რიცხვი შეთანხმებული უნდა იყოს 29 რიცხვამდე“, - განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო