გიორგი ვაშაძე - თვითმარქვია რეჟიმს არანაირი ძალა არ აქვს, რომ სალომე ზურაბიშვილი დააპატიმროს - ეს  არა სიძლიერეზე, არამედ მათ სისუსტეზე მიუთითებს

სალომე ზურაბიშვილთან მიმართებაში მუქარას არანაირი ძალა არ გააჩნია. თვითმარქვია რეჟიმს არანაირი ძალა არ აქვს, რომ სალომე ზურაბიშვილი დააპატიმროს, ეს არა სიძლიერეზე, არამედ მათ სისუსტეზე მიუთითებს,- ამის შესახებ "სტრატეგია - აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, ოპოზიციური პარტიების ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი შეფასებით, ყოველი დღე „ქართული ოცნებისთვის“ უფრო და უფრო მძიმეა და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს პროცესები არ გააჭიანუროს და ამ კვირაშივე მოხდეს კონკრეტულ საკითხებზე შეთანხმება.

„სალომე ზურაბიშვილთან მიმართებაში მუქარას არანაირი ძალა არ გააჩნია. თვითმარქვია რეჟიმს არანაირი ძალა არ აქვს, რომ სალომე ზურაბიშვილი დააპატიმროს, ეს არა სიძლიერეზე, არამედ მათ სისუსტეზე მიუთითებს. ყოველი შემდგომი დღე უფრო და უფრო მძიმეა თვითმარქვია რეჟიმისთვის, ამიტომ არის აუცილებელი პროტესტი და წნეხი. ახლა აუცილებელია და ვეთანხმები სალომე ზურაბიშვილის, რომ შეტევით რეჟიმზე გადავიდეთ. რაც მალე დანებდება ბიძინა ივანიშვილი ქართველი ხალხის ნებას, მით ნაკლები იქნება ქართველი ხალხის რისხვა. რაც უფრო გააჭიანურებს ივანიშვილი ამ პროცესს, მით უფრო მძიმე შედეგებით დაასრულებს ის და მისი გარემოცვა. ვურჩევ ივანიშვილს, რომ ამ კვირაშივე მოხდეს ყველაფერზე შეთანხმება”, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო