ბიზნესმენი ირაკლი იაშვილი - მესმის მოთხოვნები და არ ვუერთდები ამ მოთხოვნას, რომ ლარი ჩამოვაქციოთ - არ ვუერთდები პეტიციას

ლარის კურსზე რომ მიმდინარეობს შეტევა, ეს სწორად მიგაჩნიათ თქვენ? - ეს ნალოლიავები, 30 წელი ნაკუწ-ნაკუწ ვაგროვეთ ეს ქვეყანა - ჩამოვაქციოთ ლარი - მესმის მოთხოვნები და არ ვუერთდები ამ მოთხოვნას, - ამის შესახებ ბიზნესმენმა, ირაკლი იაშვილმა ჟურნალისტებთან პრემიერ-მინისტრთან შეხვედრამდე განაცხადა.

იაშვილის თქმით, ის არ უერთდება ბიზნესმენების ნაწილის პეტიციას.

„დამპატიჟეს და მოვედი. 30 წელიწადია, ასეთ რეჟიმში ცხოვრობს ეს ქვეყანა, ჩვენც მათ შორის. ახლა მინდა, გავიგო, მომავალში ჩვენ რა გველოდება, როგორ გავაგრძელოთ ცხოვრება, როგორ მივხედოთ ეკონომიკას. ლარის კურსზე რომ მიმდინარეობს შეტევა, ეს სწორად მიგაჩნიათ თქვენ? - ეს ნალოლიავები, 30 წელი ნაკუწ-ნაკუწ ვაგროვეთ ეს ქვეყანა, ეკონომიკა და ლარი. ჩამოვაქციოთ ლარი - მესმის მოთხოვნები და არ ვუერთდები ამ მოთხოვნას, რომ ლარი ჩამოვაქციოთ.

მე არ ვიცი პოლიტიკა ბიზნესმენმა და პოლიტიკოსმა თავის საქმეს უნდა მიხედოს, ოღონდ ისე, რომ მე ვიყო კმაყოფილი. მე არ ვუერთდები პეტიციას“, - განაცხადა ირაკლი იაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს