ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა 2024 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა

ჩუღურეთის გამგებელმა, დავით მაქაცარიამ საზოგადოებას 2024 წლის განმავლობაში რაიონში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები გააცნო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

გამგებლის განცხადებით, მიმდინარე წლის განმავლობაში გამგეობის მიერ განხორციელებული საბიუჯეტო პროგრამებისა და პროექტებისთვის ჯამში, 21 300 112 ლარი დაიხარჯა. აქედან ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 5 839 400 ლარი გამოიყო.

„წელს კაპიტალურად შეკეთდა და რეაბილიტირდა ჯამში, 53 მისამართზე გზის საფარი. 20 მისამართზე მოეწყო გრუნტის დამჭერი კედელი. რაიონის მასშტაბით, რეაბილიტირდა 61 სკვერი და სპორტული მოედანი. ასევე, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, 141 პროექტი განხორციელდა, რაშიც 4 750 000 ლარი დაიხარჯა. მათ შორის, კაპიტალურად გამაგრდა 18 ავარიული თბილისური ტიპის საცხოვრებელი სახლი. 16 მისამართზე რეაბილიტირდა საერთო სარგებლობის კიბე და აივანი. ასევე, 44 მისამართზე საცხოვრებელი სახლის სახურავი შეიცვალა“, - აღნიშნა დავით მაქაცარიამ.

მისივე ინფორმაციით, 2024 წლის განმავლობაში მოსახლეობის ჩართულობით გაიმართა სხვადასხვა სახის 4 კულტურული, სპორტული და საგანმანათლებლო ღონისძიება.

ამასთან, გამგებელმა დამსწრე საზოგადოებას 2025 წლისთვის დაგეგმილი მნიშვნელოვანი პროექტებიც გააცნო და ადგილობრივ მოსახლეობას მადლობა გადაუხადა რაიონში განხორციელებულ პროექტებში ჩართულობისთვის.

ინფორმაციის თანახმად, ღონისძიებას პარლამენტისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები ესწრებოდნენ.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში