გიორგი ბახუტაშვილი - თავს აბსოლუტურად უდანაშაულოდ მივიჩნევ - სასამართლო პროცესები კოსტიუმირებულ წვეულებას ჰგავდა

აბსოლუტურად უდანაშაულოდ მივიჩნევ თავს , - ასე შეაფასა მსახიობმა, გიორგი ბახუტაშვილმა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, ის სასამართლომ ადმინისტრაციული სამართალდამრღვევად ცნო, თუმცა სიტყვიერი შენიშვნა მიეცა.

როგორც გიორგი ბახუტაშვილმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი დანაშაული ბრალდების მხარემ ვერცერთ ეპიზოდში ვერ დაადასტურა.

“ამდენი წელია, ერთი და იგივე ხდება. არა მხოლოდ ამ რეჟიმის, წინა რეჟიმის პირობებშიც იგივე ხდებოდა. ახალი არ არის ის, როგორც იმართება სასამართლო პროცესები, თუ შეიძლება ამას სასამართლო დაერქვას, რადგან რაღაც კოსტიუმირებულ წვეულებას ჰგავდა იმიტომ, რომ მოსამართლე მობრძანდა, აგერ უკვე მერამდენედ, ერთი და იგივე კოსტიუმში. სიმართლე გითხრათ, სამართლიანი სასამართლოს პირობებში არ შეიძლებოდა, რომ ამის მოლოდინი მქონოდა, რადგან რეალურად მაინც დამნაშავედ მცნო მოსამართლემ. უბრალოდ, სასჯელად არაფერი დამაკისრა და სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა. რეალური, სამართლიანი სასამართლოს პირობებში, რა თქმა უნდა, მაგის მოლოდინიც არ მექნებოდა და პირიქით, აბსოლუტურად უდანაშაულოდ მივიჩნევ თავს. ვერც ბრალდების მხარემ ვერანაირი მტკიცებულებით ვერ დაადასტურა რომელიმე ეპიზოდში ჩემი დანაშაული.

სატელევიზიო კადრებში ჩანს, იმ დროს, როცა ოქმის მიხედვით წესით დაკავებული უნდა ვიყო, არ ვარ დაკავებული და პირიქით, სასწრაფოში ვრეკავ. ამას ადასტურებს ტელეფონის ამონაწერიც, რითაც აბსოლუტურად გაბათილდა დაკავების ოქმი და ცხადი გახდა, რომ ის ადამიანები, ვინც ეს ოქმი შეადგინეს, იქ საერთოდ არ იყვნენ”, - განაცხადა გიორგი ბახუტაშვილმა.

ცნობისთვის, გიორგი ბახუტაშვილს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებიან, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

გიორგი მელაშვილი - როდესაც ხელისუფლების მეთაური ღია წერილში ფონ დერ ლაიენს მიუთითებს, რომ ევროპა „შორდება პრინციპებს, რომლებმაც ის სიმბოლოდ აქცია“, ფაქტობრივად აანონსებს, რომ თავად უკვე სხვა იდეოლოგიურ კოორდინატთა სისტემაში მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.05.2026
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამას „ცოდნის ელჩები“ შეუერთდა
VISION BMW ALPINA: სიჩქარის დახვეწილი ფორმა