გიორგი ვაშაძე - ბიძინა ივანიშვილს ვეუბნები, დაფიქრდი - ჩვენს მყარ პოზიციას ჩამოვაყალიბებთ, ახალი არჩევნების გარდა, არცერთ სხვა ვერსიას არ განვხილავთ

ბიძინა ივანიშვილს ვეუბნები, დაფიქრდი, სანამ დრო გაქვს, მშვიდობის დაპირებიდან ამ ქვეყანაში არეულობა მოიტანე, ამ ქვეყნის დამშვიდებისთვის პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნები არის ერთადერთი გზა. ჩვენ, ჩვენს მყარ პოზიციას ჩამოვაყალიბებთ, ჩვენ ახალი არჩევნების გარდა არცერთ სხვა ვერსიას არ განვხილავთ , - ამის შესახებ „სტრატეგია - აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, ოპოზიციური პარტიების სამუშაო შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციური პარტიების შეხვედრას პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელიც ესწრება და მათ მსჯელობის საგანი ხელახალი არჩევნები, სანქციები და უეთო/ოდირის დასკვნა იქნება.

„არჩევნები უნდა დაინიშნოს, რაც შეიძლება სწრაფად, რაც პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. როდის და რა წესებით - სწორედ ამაზე გვექნება საუბარი. ასევე გვექნება, მსჯელობა საერთაშორისო საზოგადოების ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებზე - სანქციებზე და ეუთო/ოდირის დასკვნაზე, რომელმაც ყველა სპეკულაცია დაასრულა. ყველა ამ საკითხზე ვიმსჯელებთ და მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტის წარმომადგენელიც ესწრება ამ შეხვედრას, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ მაყრი პოზიცია დოკუმენტურად მომზადებული გვქონდეს იმ სავარაუდო მოლაპარაკებებისთვის, რომელზეც სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა.

„ქართული ოცნების“, თვითმარქვია რეჟიმის ოფიციალური პოზიცია არ მსმენია, რაც ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ დაფიქრდნენ. სხვა რეალობაა ახლა ქვეყანაში, კობახიძეს დილით, 11:00 საათზე ბრიფინგს ვერავინ ვერ ასწრებს ხოლმე და დღეს ნამდვილად არ იდგა ირაკლი კობახიძე, რაც კარგია. ბიძინა ივანიშვილის ვეუბნები, დაფიქრდი, სანამ დრო გაქვს, მშვიდობის დაპირებიდან ამ ქვეყანაში არეულობა მოიტანე, ამ ქვეყნის დამშვიდებისთვის პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნები არის ერთადერთი გზა. ჩვენ, ჩვენს მყარ პოზიციას ჩამოვაყალიბებთ, ჩვენ ახალი არჩევნების გარდა, არცერთ სხვა ვერსიას არ განვხილავთ“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია