დიმიტრი ცქიტიშვილი - მხოლოდ არჩევნების დანიშვნა არ არის საკმარისი, ხელისუფლებას უნდა გამოვაცალოთ უკანონო ბერკეტი, რომ არჩევნები არ მოიპაროს

მთავარი არის ის, რომ ივანიშვილმა გადადგას ის ნაბიჯი, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი მოუწოდებს, ახალი არჩევების დღის გამოცხადება, იმისათვის, რომ ქვეყანამ აირიდოს ის სიღრმისეული კრიზისები, რომელიც მოსალოდნელია და რომელზეც პასუხისმგებლობა ცალსახად ექნება ხალხს, რომელიც ფაქტობრივად ახლა ხელისუფლებას მართავს , - ამის შესახებ „გახარია - საქართველოსთვის“ წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა, ოპოზიციური პარტიების სამუშაო ფორმატის ფარგლებში შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი შეხვედრის მიზანია, რომ ოპოზიციურმა პარტიები ჩამოყალიბდნენ კონკრეტულ საკითხებზე, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნის შემდეგ, არჩევნები დემოკრატიულ და სამართლიან გარემოში ჩატარდეს.

„მეორეს საკითხი არის ის, რომ მხოლოდ არჩევნების დანიშვნა არ არის საკმარისი, იმიტომ, რომ არჩევნების დღის გამოცხადება არ ნიშნავს, რომ სისტემა განსხვავებული იქნება და ეს არჩევნები სამართლიან და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდება. ჩვენი დღევანდელი შეხვედრის ამოცანაა, რომ ჩამოვყალიბდეთ ისეთ კონკრეტულ საკითხებზე, რომელიც უზრუნველყოფს არჩევნების დემოკრატიულ და სამართლიან გარემოში ჩატარებას და არ მივცეთ ხელისუფლებას იმის შესაძლებლობა, რომ კიდევ ერთხელ მოიპაროს არჩევნები და მანიპულაციებისთვის სივრცე არ დავტოვოთ, ეს ნიუანსები და დეტალები, რომელიც სამართლებრივ და პოლიტიკურ ნიუანსებს ეხება. ხელისუფლებას უნდა გამოვაცალოთ უკანონო ბერკეტი, რომ არჩევნები არ მოიპაროს.

არსებობს საზოგადოების უწყვეტი პროტესტი, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობა, რომელიც ამ არჩევნებს არ აღიარებს. ამ ნაბიჯის გადადგმა ხელისუფლებას მოუწევს ადრე თუ გვიან, რაც ადრე მით უკეთესი ქვეყნისთვის, რაც უფრო გვიან მით უფრო ცუდი მათთვისაც და ქვეყნისთვისაც. რაც ადრე მიხვდებიან უკეთესი, ხალხის ნების წინააღმდეგ მსოფლიოში ვერავინ წასულა“, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიები სამუშაო შეხვედრას მართავენ, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელიც ესწრება.

ოპოზიციური პარტიებისა და პრეზიდენტის წარმომადგენლები ახალ არჩევნების, ეუთო/ოდირის დასკვნასა და სანქციების საკითხებს განიხილავენ.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს