სალომე ზურაბიშვილი - გუშინ ჩემი ხმა ვერ მოგწვდათ, ხან დაგვიპატიმრეს სცენა, ხან გადაგვიჭრეს მიკროფონები - არაჩვეულებრივი განწყობაა პროტესტის 25 დღეს, ეს არის ნამდვილად ძალიან დიდი ძალა, ეს ძალა აშინებს ზოგს

ჩვენი გუშინდელი შეხვედრა ვერ შედგა ისე, როგორც მინდოდა, ჩემი ხმა ვერ მოგწვდათ თქვენ. ხან დაგვიპატიმრეს სცენა, ხან გადაგვიჭრეს მიკროფონები , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, გაუგებარია, რატომ ეშინოდათ მისი „ხმის“ ან მისი აქციაზე დგომის, რადგან საუბრის გარდა არაფერი იყო დაგეგმილი.

„მოგესალმებით ამ მშვიდი, ორბელიანების სახლის გარემოდან. გუშინდელი ჩვენი შეხვედრა ვერ შედგა ისე, როგორც მინდოდა, თუმცა თქვენ იყავით მოსული ძალიან მრავლად და იყო არაჩვეულებრივი განწყობაც, მაგრამ ჩემი ხმა ვერ მოგწვდათ თქვენ. ხან დაგვიპატიმრეს სცენა, ხან გადაგვიჭრეს მიკროფონები და ა.შ. გადავწყვიტე, რომ იმათთვის, ვინც ვერ გაიგო სიტყვის თუნდაც პირველი ნახევარი, დავუბრუნდე რამდენიმე თემას და გავაგრძელო იმაზე, საუბარი, რაც საერთოდ ვერავინ ვერ გაიგო გუშინდელი ჩემი სიტყვიდან.

პირველ რიგში მე მინდა გითხრათ, რომ მართლაც არაჩვეულებრივი განწყობაა პროტესტის ამ 25 დღეს. მრავალი მარში ასახავს მართლაც მთელს ქვეყანას, ყველა რეგიონს, საზოგადოების ყველა სეგმენტს და ეს არის ნამდვილად ძალიან დიდი ძალა. ცხადია, რომ ეს ძალიან დიდი ძალა აშინებს ზოგს. თუმცა არაფერი საშიში არ იყო გუშინ. მე ვნახე სხვადასხვა ფორმის პოლიციელების ძალიან დიდი რაოდენობა თავისუფლების მოედანზე და ვერ გავიგე რისი ეშინოდათ. რატომ ეშინოდათ ჩემი ხმის, ჩემი დგომის და თქვენი დგომის, კიდევ რისი ეშინოდათ არ ვიცი. ჩვენ არაფერს სხვას არ ვაპირებდით თუ არა ერთმანეთთან საუბარს”, - განაცხადა პრეზიდენტმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო