ბათუმში აქციის მონაწილეებმა ჭავჭავაძის, წერეთლის და ბარათაშვილის ქუჩები გადაკეტეს

ბათუმში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ჭავჭავაძის, წერეთლის და ბარათაშვილის ქუჩები პროტესტის ნიშნად გადაკეტეს.

აქციის მონაწილეები სიმბოლურად საქართველოს სახელმწიფო ჰიმნს ასრულებენ.

ასევე, ისინი მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ გარეთ გამოვიდნენ და პროევროპულ აქციას შეუერთდნენ. პერიოდულად ისმის შეძახილები “არა რუსულ მთავრობას”.

“მსვლელობები, მარში და პროტესტი იქნება უწყვეტი, ვიდრე “რუსული ოცნება” ჩვენს გზავნილს არ გაიგებს. მშვიდობიან პროტესტი გვაქვს: პროვოკაციები, ძალადობა, შანტაჟი და მუქარა არის რუსული ხელწერა. “ქართული ოცნება” არის მოძალადე მთავრობა, რომელსაც არ სურს, ქვეყანა წაიყვანოს დასავლური კურსისკენ”, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია