ზუგდიდში ლოზუნგით - „ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს“-  საპროტესტო აქცია გაიმართა

„ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს“- ამ ლოზუნგით ზუგდიდში საპროტესტო აქცია გაიმართა.

მოქალაქეები ქალაქის ცენტრში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობასთან შეიკრიბნენ. მათ ხელში ეჭირათ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.

დემონსტრანტებმა აქციების პერიოდში დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვეს.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამოსავალი ხელახალი არჩევნების ჩატარებაა.

მოგვიანებით, აქციის მონაწილეებმა ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა