ბადრი ჯაფარიძე - პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული საბჭოს სტრუქტურა ჩემთვის ცნობილი არ არის - როგორც მესმის, საბჭოში შევა ოთხი კოალიციური ცენტრი და არასამთავრობო სექტორი

„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ოთხი კოალიციური ცენტრი ეუთო/ოდირის დასკვნის საფუძველზე ერთობლივად მიმართავს საერთაშორისო საზოგადოებას, რომ არჩევნები იყო არალეგიტიმური. ამის შესახებ ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ პირდაპირი ჩართვის დროს განაცხადა.

ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ამავე ფორმატში შეჯერდნენ როგორი უნდა იყოს ხელახალი არჩევნები და რა ცვლილებებია საჭირო.

„კარგი განხილვის შედეგად შევჯერდით იმაზე, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს შემდგომი არჩევნები, რა ცვლილებებია საჭირო იმისათვის, რომ აღარ განმეორდეს ის უმსგავსობა, რაც 26 ოქტომბერს ვიხილეთ. ასევე შევჯერდით, რომ იქნება საერთო მიმართვა საერთაშორისო საზოგადოებისადმი, რომ ეუთო/ოდირის დასკვნის საფუძველზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა უმნიშვნელოვანესი საფუძველი, რომ არჩევნები იყო არალეგიტიმური. ასეთი კრიტიკული დასკვნა ეუთო/ოდირს არასდროს არ გაუკეთებია. 2020 წლის არჩევნების დასკვნასთან შედარებით, ეს იყო შეუდარებლად კრიტიკული. სიტყვა „სამართლიანი“ ან „თავისუფალი“ საერთოდ ნახსენები არ არის“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

რაც შეეხება პრეზიდენტის ინიციატივას, საბჭოს შექმნის თაობაზე, რომლის ახალი არჩევნების მომზადებისთვის შეიქმნა, ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ საბჭოში სავარაუდოდ ბარიერგადალახული პარტიები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები იქნებიან.

„რაც შეეხება პრეზიდენტის მიერ გამოცხადებულ საბჭოს, მე როგორც მესმის, პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ამ საბჭოში შევა ოთხი კოალიციური ცენტრი, ჩვენს მიერ შექმნილი საერთო ფორმატი და პლუს, ალბათ, არასამთავრობო სექტორი, საზოგადოების წარმომადგენლები. ამ საბჭოს ზუსტი სტრუქტურა ჩემთვის ცნობილი არ არის“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს